“თუ ყველა ევროპელს EU-ის დროშის ქვეშ გავაერთიანებთ, კონტინენტზე მშვიდობა იქნება”, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სამეზობლო და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის (DG NEAR) წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. მანვე აღნიშნა, რომ DG NEAR-ის მუშაობის შედეგი თვალსაჩინოა – “საქართველო კანდიდატი ქვეყანა გახდა.”
“თუ ჩვენ გავაერთიანებთ ყველა ევროპელს EU-ის დროშის ქვეშ, მაშინ ჩვენ კონტინენტზე იქნება მშვიდობა და კეთილდღეობა. ჩვენ ისტორია მოგვიწოდებს.
მე ვიცი, რამდენად დაძაბული წელი იყო ყველა თქვენგანისთვის. დღედაღამ მუშაობდით ჩვენს მეზობლებთან დასაახლოებლად. უკრაინელების ყველაზე საბაზისო მოთხოვნილებებზე იზრუნეთ. რუსეთის ომის შედეგებს უმკლავდებოდით მთელი რეგიონის მასშტაბით, ჩრდილოეთ აფრიკიდან მთიან ყარაბაღამდე… და მხარს უჭერდით კანდიდატ ქვეყნებს მათ EU-ის მისწრაფებებში.
თქვენი მუშაობის შედეგები თვალსაჩინოა. გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყეთ ალბანეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან, შემდგომ უკრაინასთან და მოლდოვასთან. და იმავეს გავაკეთებთ ბოსნია-ჰერცეგოვინასთან. საქართველო კანდიდატი ქვეყანა გახდა,” – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.