“დასავლეთის დახმარებით უკრაინას ორი მილიონი უპილოტო საფრენი აპარატის წარმოება შეუძლია,” – ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა ინოვაციების, განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების საკითხებში და ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა მიხაილო ფედოროვმა განაცხადა.
ფედოროვის თქმით, აშშ-ის, დასავლეთის მთავრობებისა და კერძო მოქალაქეების ფინანსური მხარდაჭერით: “ჩვენ მოვახერხეთ ბაზრის იმდენად გაფართოება, რომ შეგვიძლია ვაწარმოოთ ერთ ან თუნდაც ორ მილიონზე მეტი დრონი (წელიწადში).”
მან ასევე აღნიშნა, რომ ამ დროისთვის, 200-ზე მეტი უკრაინული კომპანია მუშაობს უპილოტო საფრენი აპარატების სფეროში და აწარმოებს უპილოტო თვითმფრინავების ფართო სპექტრს, რომლებიც ბრძოლის ველზე გამოიყენება. მან მსოფლიოს წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებს მოუწოდა გაერთიანდნენ თავიანთი ძალისხმევით უკრაინის მეტი მხარდაჭერისთვის.