ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარემ სიმამრს გზა დაუგო. კომპანია, რომელმაც სამუშაოები შეასრულა გზას სხვაგან აგებდა, სამუშაოების დასრულების შემდეგ კი მორჩენილი ასფალტი მუნიციპალიტეტის მითითებით სწორედ იმ უბანში დააგო, სადაც დავით დარჩიას ნათესავები ცხოვრობენ. თავად დარჩია ჩვენს კითხვებს არ პასუხობს, მერიის წარმომადგენლის მოადგილე კი მომხდარში პრობლემას ვერ ხედავს და აცხადებს, რომ გზის საფარს სოფლის დანარჩენ უბნებშიც დააგებენ, თუმცა ზუსტად როდის გაგრძელდება საკრებულოს თავმჯდომარის ცოლის ნათესავებამდე მიყვანილი გზის დაგება უცნობია.