ლევან ვარშალომიძის მამა კორონავირუსით გარდაიცვალა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ვარშალომიძის მამა, გურამ ვარშალომიძე კორონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხელ სააკაშვილმა ცოტა ხნის წინ გაავრცელა.

გურამ ვარშალომიძე სამედიცინო დაწესებულებაში რამდენიმე დღის წინ Covid-19-ის დიაგნოზით გადაიყვანეს.

გურამ ვარშალომიძე 1991-1993 წლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე იყო.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share