“ომი ყოველთვის დამარცხებას ნიშნავს… ყველანაირი შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ, რათა ვაწარმოოთ მოლაპარაკებები”, – ამის შესახებ რომის პაპი ფრანცისკე საუბრობს. ინფორმაციას Vatican news ავრცელებს.
“არასოდეს დაივიწყოთ, რომ ომი ყოველთვის დამარცხებას ნიშნავს… ომის დროს წინსვლა არ შეგვიძლია. ჩვენ ყველანაირი შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ, რათა ვისაუბროთ და ვაწარმოოთ მოლაპარაკებები”, – თქვა რომის პაპმა.