ბუდუ ზივზივაძის დუბლით საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგი დაამარცხა – 2:0 ასე დასრულდა საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ დინამო არენაზე გამართული მატჩი. 30 წლის ფეხბურთელმა პირველი გოლი პირველ ტაიმში გაიტანა, მეორე გოლი კი მეორე ტაიმის დასაწყისში.
ბუდუ ზივზივაძემ ფეხბურთის თამაში 8 წლის ასაკში, ქუთაისის იმედის საფეხბურთო სკოლაში დაიწყო, სადაც ის თავდაპირველად ნახევარმცველად თამაშობდა.
2011 წელს თბილისის „დინამოში“ გადავიდა. ამ კლუბში გატარებული ოთხი სეზონის განმავლობაში ძირითადად პირველი ლიგის მონაწილე „დინამოს“ სარეზერვო გუნდში თამაშობდა.
2015 წელს ზივზივაძე უმაღლესი ლიგის მონაწილე საფეხბურთო კლუბ „სამტრედიაში“ გადავიდა, სადაც საუკეთესოდ გამოავლინა თავისი შესანიშნავი საფეხბურთო თვისებები და საბოლოოდ ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი ითამაშა მათ ისტორიაში პირველი საჩემპიონო ტიტულის მოპოვებაში.
2017 წლის იანვარში კონტრაქტი დანიის სუპერლიგის კლუბ „ესბიერგთან“ გააფორმა, მაგრამ მის რიგებში მხოლოდ 13 მატჩი ითამაშა და ერთი გოლი შეაგდო, ხოლო 2018 წლის სეზონში იჯარით კვლავ თბილისის „დინამოში“ დაბრუნდა.
2018 წელს „თბილისის დინამოში“ თამაშის დროს გიორგი გაბედავსთან ერთად გახდა ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირი. ასევე, სეზონის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.
2019 წლის ივლისში მან ხელი უნგრულ საფეხბურთო კლუბ „მეზოკოვეშდთან“ მოაწერა. ამ კლუბში მან 32 შეხვედრა ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა.
2023 წლის 31 იანვარს, 2022–23 წლების ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს, ზივზივაძემ კონტრაქტი გააფორმა მეორე ბუნდესლიგის საფეხბურთო კლუბ „კარლსრუესთან“.
”2022 წელს ბოსნია ჰერცოგოვინასთან 49-ე წუთზე გატანილი სადებიუტო გოლით ბავშვობის ოცნება ამიხდა,” – ამბობს ერტ-ერთ ინტერვიუში ზივზივაძე.
2024 წლის იანვარში გერმანულმა გამოცემა BNN-თან საქართველოს ნაკრებისა და “კარლსრუეს” თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე საუბრობს საკუთარ თავზე, “კაიზერზე”, სამუშაოსა და ოჯახზე”.
”თავიდან ფორმაში არ ვიყავი, მხრის ტრავმის შემდეგ გუნდის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად მზად არ აღმოვჩნდი. ვითარება ეტაპობრივად შეიცვალა.
ბოლო 4-5 თვეა ვგრძნობ, რომ ძალიან კარგ ფორმაში ვარ. მგონი ამას ყველა ხედავს. მერე გავიგე, რომ გერმანიაში ბევრი ისეთი წესია, რომლის მოგვარებასაც მე და ჩემი ოჯახი ამჟამად ვცდილობთ,” – თქვა გამოცემასთან ინტერვიუში ზივზივაძემ.
ზივზივაძე საუბრობდა ოჯახზე და მათ როლზე მის ცხოვრებაში. მისი რჩეული ნინი კვერნაძე გახლავთ. წყვილს ერთი შვილი, 2 წლის შაი ჰყავს.
”ჩემი ოჯახის წევრების ვიზას ვადა გაუვიდა და განახლებას საჭიროებს. ამიტომ, ჩემი 3 წლის ქალიშვილი და მეუღლე ახლა საქართველოში არიან და ველოდები. იმედია, ორ-სამ კვირაში ყველაფერი დალაგდება, რადგან ჩემი შვილი აქაურ საბავშვო ბაღში დადის და მალე უნდა დაბრუნდეს.
ეს ჩემთვის, როგორც მამისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, თუ ის ისწავლის გერმანულს და ინგლისურს – ეს ცხოვრებაში უდიდესი უპირატესობა იქნება. ახლაც მახსოვს, როგორ ჩავედი “კარლსრუეში” და სიტყვებს ძლივს ვარჩევდი. მე ჯერ კიდევ ძალიან მიჭირს საუბარი, რადგან უცხო ენების ათვისება ჩემთვის არ არის ადვილი,” – თქვა ზივზივაძემ.
გერმანულ გამოცემასთან ფეხბურთელი საუბრობს წიგნზეც, რომელმაც მასზე დიდი გავლენა მოახდინა.
– რას კითხულობთ?
– ქართულ წიგნს სიყვარულზე. შარშან წავიკითხე რომანი, რომელმაც ჩემი აზროვნება რადიკალურად შეცვალა. ეს ეხებოდა კითხვებს, თუ როგორ უნდა გადარჩეს ადამიანი და როგორ უნდა მოაგვაროს პრობლემები, იმის შესახებ, თუ როგორია კომფორტის ზონიდან გასვლა და შეცდომებთან გამკლავება.