”ველოდით რთულ და დაძაბულ თამაშს, რადგან ვიცოდით, რა სიტუაცია არის, წნეხი იქნებოდა. მაგრამ, ჩემი აზრით, გავუძელით ამ წნეხსაც ბიჭებმაც. მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივარს, რადგან მთელი თამაში გვერდში გვედგა. ნახევარი საქმე გაკეთებულია და მინდა ვუთხრა ქართველ ხალხს, რომ ირწმუნოს უბრალოდ ჩვენი და შეგვიძლია გავახაროთ ეს ხალხი და გავიდეთ ევროპის ჩემპიონატზე.”
თქვა ლუქსემბურგის ნაკრებთან თამაშის შემდეგ ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა. 2:0 – საქართველომ ლუქსემბურგი დაამარცხა. ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალშია.