ოზურგეთში ბენზინგასამართ სადგურზე, სასულიერო პირის ავტომობილი დაიწვა.
შემთხვევა ოზურგეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე, სოფელ ბოხვაურის გადასახვევთან ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე მოხდა.
როგორც “გურიის მოამბეს” თვითმხილველმა უთხრა, ლურჯი “ნივის”მარკის ავტომობილი ბენზინგასამართ სადგურზე იდგა, როდესაც უეცრად ცეცხლი მოეკიდა.
“ლურჯი “ნივა” იდგა და უეცრად მოეკიდა ცეცხლი, შიგნით არავინ იჯდა, მაგრამ მამაოსი ყოფილა ეს მანქანა, ფაქტიურად სულ დაიწვა. ვერც ჩაქრობა მოხერხდა მაშინვე, საშიში იყო, ყველგან საწვავია და ვერავინ მიეკარა.ძალიან მალე მთლიანად დაიწვა.”- გვითხრა თვითმხილველმა.
ადგილზე იმყოფებოდა სახანძრო სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია.
შს-მ მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.ასევე შს-ში ვითხრეს რომ ავტომობილი ნამდვილად ეკუთნოდა საულიერო პირს, მან გასაკეთებლად გაატანა ხელოსანს, რომელსაც ბენზინგასამართ სადგურზე გადაყავდა, რა დროსაც, მოეკიდა ძრავს ცეცხლი და დაიწვა.
ნინე ულუმბელაშვილი