უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო აცხადებს, რომ მოსკოვის რეგიონში მომხდარი ტერორისტული აქტი არის პუტინის რეჟიმის მიზანმიმართული პროვოკაცია:
“ეს არის პუტინის სპეცსამსახურების მიზანმიმართული პროვოკაცია, რის შესახებაც გააფრთხილა საერთაშორისო საზოგადოება. კრემლის ტირანმა თავისი კარიერა ამით დაიწყო და სურს დაასრულოს იგივე დანაშაულებით საკუთარი მოქალაქეების მიმართ”. – აცხადებს ანდრეი იუსოვი.
გასართობ ცენტრში მომხდარ თავდასხმას რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა.