არ არის არანაირი მანიშნებელი, რომ მოსკოვში თავდასხმასთან უკრაინას რაიმე კავშირი აქვს – თეთრი სახლი

არ არის არანაირი მანიშნებელი, რომ უკრაინას მოსკოვში საკონცერტო დარბაზზე თავდასხმასთან რაიმე კავშირი აქვს – ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

“ამ ეტაპზე არ არის არანაირი მანიშნებელი, რომ უკრაინა ან უკრაინელები ჩართული იყვნენ” – განაცხადა კირბიმ.

მისივე თქმით, მოსკოვში თავდასხმის კადრები იყო შემზარავი.

კირბის განცხადებას გამოეხმაურა მარია ზახაროვა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის თქმით,  თეთრ სახლს არ აქვს უფლება, გასცეს ვინმესთვის ინდულგენციები.

“რის საფუძველზე აკეთებენ ვინმეს კავშირის არქონაზე რამე დასკვნებს ვაშინგტონის ოფიციალური პირები ტრაგედიის დროს? თუ აშშ-ს აქვს სარწმუნო მონაცემები, მაშინ აუცილებელია მათი რუსული მხარისთვის დაუყოვნებლივი გადაცემა. თუ ასეთი მონაცემები არ აქვს, მაშინ თეთრ სახლს არ აქვს უფლება გასცეს ვინმესთვის ინდულგენციები -” წერს ზახაროვა.

რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები თავდასხმაში სწორედ უკრაინას ადანაშაულებენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share