გურიის სოფლის მეურნეობა გასული საუკუნის დასაწყისში

გურიის სოფლის მეურნეობა გასული საუკუნის დასაწყისში
.
გასული საუკუნის დასაწყისში გურიაში გლეხებს მოყავდათ შემდეგი ერთწლიანი სასოფლო- სამეურნეო კულტურები: სიმინდი, ბრინჯი, პური, ქერი, ჭვავი, ფეტვი, ლობიო, სოიო, ღომი, ხანჭკოლა, ბამბა, ჭადის ჭადი, შვრია, თამბაქო და კანაფი.
.
“აქ თესავდნენ ჭვავს, ქერს, სიმინდს, ღომს, ფეტვს, ჭადის ჭადს, ლობიოს, სოიოს.”
(ივლიანე ბასილის-ძე ხუხუნაიშვილი 83 წლის, სოფ. ზემო აკეთი ჩაწერილია 1963 წელს)
.
“აქ თესავდნენ ღომს, სიმინდს, ქერს, ჭვავს, ჭადის ჭადს, ლობიოს, ბამბას.”
(ივანე გიორგის-ძე რამიშვილი 76 წლის, სოფ. დიდი ვანი ჩაწერილია 1963 წელს)
.
“აქ ითესებოდა სიმინდი, ღომი, ქერი, ჭვავი, ჭადის ჭადი.”
(მელქისე ფარნაოზის-ძე სანიკიძე 75 წლის, სოფ. ზემო სურები – ჩაწერილია 1963 წელს)
.
“აქ ძველად მოყავდათ სიმინდი, ღომი, ჭვავსაც თესავდნენ, ხანჭკოლას (რომელიც უნდა მოიხარშოს და მერმეთ ერთი კვირა მოხარშული წყალში უნდა გქონდეს, მერმეთ მარილწაყრილი იჭმება), ფეტვს, შვრიას, ჭადის ჭადს.”
(სამსონ ბეჟანის-ძე ჩიტაიშვილი 80 წლის. სოფ. ზედა ბახვი – ჩაწერილია 1958 წელს)
.
“თესდენ სიმინდს, ღომს, ქერს, ჭადის ჭადს, ჭვავს, პური არ იქნა ადგილობრივ, კრუპა ძალიანი კეთდდებოდა.”
(ქრისტეფორე საბას-ძე აფხაზავა 85 წლის, ჩაწერილია 1963 წელს სოფ. ნიგვზიანი)
.
მომზადებულია ჯულიეტა რუხაძის ეთნოგრაფიული ჩანაწერების მიხედვით.
შეიძლება ილუსტრაციაა
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share