“დღე ისე დაიწყება, როგორ განწყობასაც შეიქმნი”

“დღე ისე დაიწყება, როგორ განწყობასაც შეიქმნი.
რაც არ უნდა დიდი გამოწვევის წინაშე იდგე, ჯერ შინაგანად მოიგე საკუთარ თავთან ომი და გარედან ყველაფერი აუცილებლად დალაგდება.
ნუ დაიმძიმებ სულს, ნუ იქნები დრამის მსხვერპლი. ყველა გაურბის მძიმე და მუდამ ჭირვეულ ადამიანს.
მოერიე საკუთარ თავს და სილაღე, თავისუფლება, ღიმილი გაიხადე ცხოვრების მეგზურად.
საშინელი საყურებელია, როცა ძალით იქმნი პრობლემას, როცა გაუგებარ გლოვას მიეცემი და დაუსრულებლად ტირი, თვითონაც არ იცი რის გამო. ეს უმადურობის, უსახელო სტრესის ბრალია.
სხვისკენ არ გაიშვირო თითი, შენს თავში აღმოაჩინე სევდიანობის მიზეზი.
ადექი და დაუფიქრებლად ყველაფერი შეცვალე.
ბევრი მიზეზი არსებობს, რის გამოც შეიძლება მადლიერი იყო…
მაგრამ ისე გაქვს გონება დაბინდული, არც ცდილობ ამ მიზეზების დანახვას.
თუ ვინმე გებრძვის, მხოლოდ საკუთარი თავია…
ამ ბრძოლაში გადაწყვიტე და ეგოიზმს მოერიე…
მერე ყველაზე ბნელ ღამეშიც კი სინათლეს დაინახავ!..”
პეტრე კოლხი
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 90
    პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლესაქართველოს საპატრიარქო პატრიარქ ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლეს აქვეყნებს, რომელსაც "გურიის მოამბე" სრულად გთავაზობთ: "ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამამულენო,   ქრისტე აღდგა!   „არა ყველა, ვინც მეტყვის მე: უფალო, უფალო ! – შევა ცათა…
    Tags: და, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები
  • 90
    "როგორ ველაპარაკოთ შვილებს?“ – გურამ მეგრელიშვილიმშობლები ბევრს ვფიქრობთ, როგორი ენით ველაპარაკოთ შვილებს, რომ კავშირი შედგეს მაშინაც კი, როცა თითქოს ჩვენი ინტერესები და შეხედულებები რადიკალურად განსხვავებულია. მიგვაჩნია, რომ დისციპლინა (ხშირად მკაცრი დისციპლინა) აუცილებელია, ჩვენს შვილებს კი ასეთი ხისტი მიდგომა არ სიამოვნებთ და აქვთ პროტესტის ისეთი ფორმა, რომელიც ახლა ჩვენში იწვევს აგრესიას და ხდება კონფლიქტი, ან უარესი…
    Tags: და, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები
  • 90
    საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლესრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის საშობაო ეპისტოლე. „ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო: „ღმერთნი სამე ხართ და შვილნი მაღლისანი” (ფს. 81.6) უფალმა ადამიანი შექმნა განღმრთობისათვის, ღვთაებრივ სიკეთეთა მიღებისა და ღვთის წინაშე…
    Tags: და, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები
  • 90
    "გაზარდეთ გმირები და არა მონები! ბავშვი ვითარდება სირთულეების გადალახვის პროცესში!"შალვა და პაატა ამონაშვილების კიდევ ერთი საინტერესო შეხვედრა მშობლებთან შედგა. სემინარს "აღზრდის საიდუმლო", რომლის ორგანიზატორებიც იყვნენ "ამონაშვილების აკადემის მშობლებისთვის" და "აზროვნების აკადემია", საინფორმაციო მხარდამჭერი კი ვებგვერდი mshoblebi.ge, საკმაოდ ბევრი მშობელი ესწრებოდა და მათ შორის, განსაკუთრებით სასიამოვნო მამების სიმრავლე იყო. როგორც ყოველთვის, მშობლები აქტიურად იყვნენ ჩართული სემინარში და სვამდნენ მათთვის ყველაზე აქტუალურ…
    Tags: და, არ, თუ, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები