სამი ოქრო, ორი ვერცხლი და ოთხი ბრინჯაო ოზურგეთელი მძლეოსნებისგან

22 – 24 მარტს ქ. თბილისში მძლეოსნობაში ღია ახალგაზრდული ჩემპიონატი ( 2007- 08- 09 წლებში დაბადებულთა შორის ) გაიმართა.
ჩემპიონატზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებული მძლეოსნობის სექციის ახალგაზრდა ნაკრებმა გუნდმა წარმატებით იპარეზა. ოზურგეთელმა სპორტსმენებმა შეჯიბრზე საუკეთესო შედეგები ბირთვის კვრასა და ბადროს ტყორცნაში აჩვენეს, საერთო ჯამში კი შინ 3 ოქრო, 2 ვერცხლი და 4 ბრინჯაო წამოიღეს.
🥇
გიორგი პაკელიანი ( ბირთვის კვრა 5კგ შედეგი 15მ 15სმ)
გიორგი პაკელიანი ( ბადროს ტყორცნა 1კგ 500გ შედეგი 46 მეტრი 21სმ)
ანი მგელაძე ( ბირთვის კვრა 3 კგ შედეგი 9 მეტრი 72 სმ)
🥈
ანი მგელაძე ( ბადროს ტყორცნა 1კგ შედეგი 26 მ 20 სმ)
ელენე ძიძიგური ( ბირთვის კვრა1კგ შედეგი 9მ19 სმ)
🥉
შერეული ამანათრბენი400/300/200/100
დავით ხელაძე 400 მ
ქეთევან მდინარაძე 300 მ
ბექა მჭედლიშვილი 200 მ
ლიზი ლომაძე 100 მ
ოზურგეთელთა გუნდი ასპარეზობისთვის მწვრთნელმა მარინე კოტრიკაძემ მოამზადა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share