“დანაშაული რადიკალმა ისლამისტებმა ჩაიდინეს… ჩვენ გვაინტერესებს ვინ გასცა ეს ბრძანება,” – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა “კროკუს სითი ჰოლში” მომხდარ ტერაქტზე განაცხადა.
რუსეთის დიქტატორი არ გამორიცხავს, რომ თავდასხმა შესაძლოა, “კიევის ნეონაცისტურ რეჟიმს” უკავშირდებოდეს.
”ჩვენ ვიცით, რომ დანაშაული რადიკალმა ისლამისტებმა ჩაიდინეს, რომელთა იდეოლოგიას თავად ისლამური სამყარო საუკუნეების განმავლობაში ებრძვის. ვიცით, ვისი ხელით ჩაიდინეს ეს სისასტიკე რუსეთისა და მისი ხალხის წინააღმდეგ. ჩვენ გვაინტერესებს ის, ვინ გასცა ეს ბრძანება…
ეს სისასტიკე შეიძლება იყოს მხოლოდ ბმული იმ მცდელობების მთელი სერიიდან, ვინც 2014 წლიდან ებრძოდა ჩვენს ქვეყანას ნეონაცისტური კიევის რეჟიმის ხელით,” – განაცხადა პუტინმა.
ცნობისთვის, 22 მარტს, მოსკოვის საკონცერტო დარბაზში რამდენიმე შეიარაღებული პირი შეიჭრა. ნიღბიანები ცეცხლსასროლი იარაღიდან მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართულებით ისროდნენ. შემთხვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 137-მდე, ხოლო დაშავებულთა რაოდენოა 145-მდე გაიზარდა.