ფეოდალები რეგიონებში – “ქართული ოცნება” მილიონერი დეპუტატებისთვის მანდატებს მომავალი მოწვევის პარლამენტშიც ამზადებს. ივანიშვილის გუნდი თავისივე დაწერილ კონსტიტუციას არღვევს და მაჟორიტარულ სისტემაზე უარს არ ამბობს და თან ამას საკანონმდებლო მანიპულაციებით აკეთებს. მაჟრიტარს სახელს უცვლის, თუმცა ეს, სავარაუდოდ, მხოლოდ ამომრჩევლის თვალის ასახვევად ხდება.
რატომ ვერ ელევა მაჟორიტარულ სისტემას “ოცნება”? ეს არის შანსი იმის, რომ 2024 წელსაც პარლამენტში იყოს ბევრი მდიდარი და მდუმარე დეპუტატი, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში ამ დრომდეც მხოლოდ ბიზნეს ინტერესებისთვის ხვდებოდნენ. სავარაუდოდ, ახლაც ისინი საკუთარი ფულადი რესურსით აწარმოებენ წინასაარჩევნო კამპანიას, რომ “ოცნებას” ბევრი ხმა მოუგროვონ. სანაცვლოდ კი მათ პარტია გამსვლელ სიაში ჩასვავს.