ყველა ერთ რაღაცას ვქომაგობთ – ეს არის გუნდი და რეალურად, ეს არის საქართველო – ბარბაქაძე

“ეს იქნება ისტორიული ბრძოლა და დარწმუნებული ვარ, თავს არავინ დაზოგავს, არც ჩვენი ქომაგები. ეს გამარჯვება ჩვენ ჰაერივით გვჭირდება,” – ამ განცხადებას “რეაქციაში” აკია ბარბაქაძე აკეთებს.

ბარბაქაძის თქმით, დღევანდელ თამაშს ქვეყნისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

”ეს არ არის მხოლოდ გამარჯვების წყურვილი, ეს ერთობის წყურვილია, ფეხბურთი რეალური ზეპარტიული ერთობაა, მიუხედავად პარტიული ერთობისა, ყველა ერთ რაღაცას ვქომაგობთ – ეს არის გუნდი და რეალურად, ეს არის საქართველო, ეგ გვაკლია – რეალური საქართველოს ქომაგობა,“ – ამბობს ბარბაქაძე. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share