მედეა იყო პირველი ქართველი ქალი, რომელიც ევროპაში წავიდა, ამიტომ უკიდურესად მნიშვნელოვანია ამ თამაშის მოგება – შამანიდი

„რატომ არის ეს თამაში მნიშვნელოვანი – იმიტომ, რომ არგონავტები იყვნენ პირველი ევროპელები, რომლებიც აქ ჩამოვიდნენ და მედეა იყო პირველი ქართველი ქალი, რომელიც ევროპაში წავიდა, ამიტომ ჩვენთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია ამ თამაშის მოგება,“ – ასე ეხმაურება საქართველო-საბერძნეთის მატჩს ფილოლოგი სოფო შამანიდი.

შამანიდი დღევანდელი თამაშის მნიშვნელობაზე საუბრობს და ადარებს ქართველი გულშემატკივრებისა და ბერძნების დამოუკიდებულებას ამ თამაშის მიმართ.

”იმიტომ,  რომ ჩვენ ეს გზა, რომელიც გვქონდა ევროპისკენ საბერძნეთის გავლით, ახლა კიდევ ერთხელ უნდა დავამტკიცოთ, რომ ჩვენ ევროპელები ვართ და დიახ, ჩვენ უნდა ვითამაშოთ ევროპაში.
ძალიან გაორებული ვარ, ვინც არ უნდა მოიგოს მე მოგებული ვრჩები, მაგრამ რასაკვირველია, ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, რომ საქართველომ გაიმარჯვოს, იმიტომ, რომ ჩვენ ეს გამარჯვება ძალიან გვჭირდება, საზოგადოებას სჭირდება ეს გამარჯვება. ჯერჯერობით, მგონი, კარგად ვთამაშობთ, ბერძნები მომართულები არიან რომ კვარა გაგვინადგურონ, ძალიან არასამართლიანად თამაშობენ და იმედია რომ გავიმარჯვებთ და პენალტებამდე არ მივა საქმე.
საბერძნეთში ამ თამაშს უყურებენ, ერთერთ რიგით თამაშს და რასაკვირველია, ძალიან ეგზალტირებულები არიან, ბერძენი გულშემატკივარი ძალიან გულშემატკივრობს თავის გუნდს საინტერესო იცით, რა არის, ჩვენ ამ თამაშს ისტორიულ ჭრილში ვუყურებთ და ცოტა სამართლიანობის აღდგენა გვინდა თუ შურისძიება წართმეულ საწმისზე,“ – ამბობს შამანიდი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share