საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად გავიდა – ისტორიული მატჩი საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა.
საქართველომ საბერძნეთი ანგარიშით 4:2 დაამარცხა – საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთი პენალტების სერიაში დაამარცხა.
საქართველოს ეროვნული ნაკრები ახლა უკვე გერმანიაში, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს.
მეორე დამატებულ წუთზე ხვიჩა კვარაცხელია დაშავდა და მოედანი დატოვა, მაგრამ გუნდის განწყობა ისევ საბრძოლო იყო. გიორგი წიტაიშვილმა დრიბლინგით სცადა დაცვის გარღვევა და საჯარიმოში შევარდნილმა კარში დაარტყა, მაგრამ მცველი გადაეღობა და ხიფათი განმუხტა. ბოლო წუთზე კი გიორგი მიქაუტაძემ სცადა გატანა, ისევ ააცილა და პენალტების სერია დაინიშნა.
გიორგი მამარდაშვილმა ერთი მოიგერია, ერთიც ბერძნებმა ააცილეს და საქართველოს ნაკრებმა ისტორია დაწერა.