ქვეყანაში იმაზე მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე იბადება – საქართველოში შობადობა ისტორიულ მინიმუმზეა. მაგალითისთვის, სხვაობა 2023-სა და 2022 წლებს შორის 2 ათასი იყო. სიკვდილიანობის მაჩვენებელი კი მნიშვნელოვნად უსწრებს შობადობას და ეს მძიმე დემოგრაფიული რეალობა ოფიციალურ სტატისტიკაში უკვე ასახულია.
როგორ მივიდა ქვეყანა ამ მდგომარეობამდე? მართალია ხელისუფლება არ აღიარებს, თუმცა დემოგრაფიული კატასტროფის მთავარი მიზეზი ადამიანების მძიმე სოციალურ-ეკომონიკური მდგომარეობაა. ამას ემატება უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელი და რეკორდულად გაზრდილი მიგრაცია.