”რაც ბახმაროსთვის გაკეთებულა, ეს არის გურიის ხალხის ინიციატივით გაკეთებული”

რაც ბახმაროსთვის გაკეთებულა, ეს არის გურიის ხალხის ინიციატივით გაკეთებული
.
„რაც ბახმაროსთვის გაკეთებულა, ეს არის გურიის ხალხის ინიციატივით გაკეთებული და არავითარი დახმარება ბახმაროს, საიდანაც არ უნდა იყოს ეს, არ ჰქონებია. ეხლა კი გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ ბახმაროს მდგომარეობამ იქამდის მიაღწია, რომ გურიის ხალხს თავისი ინიციატივით მეტი აღარაფერი შეუძლია გააკეთოს ბახმაროსთვის.
.
ამის გამო ბახმარო, ეს საუკეთესო აგარაკი ჩქარის ნაბიჯით, უფსკრულისაკენ მიიწევს: საუცხოვო ნაძვნარი, რომლითაც სვლის ბახმარო, სანახევროთ განადგურებულია, რადგან კურორტული კულტურული მოვლა ამ ტყეს არ აქვს და არც შეიძლება ჰქონდეს, სანამდის ბახმარო დამტკიცებული ჩარ იქნება კურორტათ. აღნიშნული გარემოებით აიხსნება სხვათა შორის, ბახმაროზე უკანასკნელ წლებში ქარის მოძრაობის გაძლიერება. რადგან, როგორც აღვნიშნე, ტყის განადგურება სხვადასხვა მიზეზების გამო ჩქარი ნაბიჯით მიდის წინ და, როდესაც ის საკმაოთ განადგურდება, ბახმარო, რასაკვირველია, როგორც კლიმატიური სადგური, თავის არსებობას შესწყვეტს.“
.
– გაზეთი ერთობა 1919 წელი #204 – ამონარიდი ექიმ ავთანდილ ინგოროყვას წერილიდან
– ბახმარო – ფოტო ნაკაიძისა (გასული საუკუნის დასაწყისი, სავარაუდოდ ოზურგეთელი ფოტოგრაფი ივანე ნაკაიძე)
შეიძლება იყოს 7 people გამოსახულება
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share