ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც ფარული მოსმენებისგან თავი ყველაზე დაცული ადამიანი ეგონა, ახლა იგებს, რომ მისი ფარული ჩანაწერები არსებობს, თან იწერდა ადამიანი, რომელსაც ყველაზე მეტად ენდობოდა და რომელმაც ყველა მისი საიდუმლო იცოდა.
ივანიშვილთან საუბრის ჩანაწერი, გიორგი ბაჩიაშვილმა სასამართლოში მიიტანა. მისი თქმით, რასაც პროკურატურა და ივანიშვილი ედავებიან, “აბსურდია”.
ბაჩიაშვილის პასუხებიდან რჩება განცდა, რომ ივანიშვილთან საუბრის ფარული ჩანაწერი, რომელიც მან სასამართლოში მიიტანა, ერთადერთი არ არის და კაცი, რომელიც ოლიგარქის მილიარდებს განაგებდა, თავის დაზღვევის მიზნით იწერდა ბიძინა ივანიშვილს დავალებებს და მასთან ყველა სხვა კომუნიკაციას.
ბაჩიაშვილი ივანიშვილის მარჯვენა ხელი 2012-დან 2022- წლამდე იყო, ამ პერიოდში ის არამხოლოდ ივანიშვილის ქართულ ბიზნესებს განაგებდა, არამედ ჩვენი ინფორმაციით, აკონტროლებდა ქართველი ოლიგარქის აქტივებს მოსკოვსა და ოფშორებში, ანუ ხელი მიუწვდებოდა ბიძინა ივანიშვილის ყველა იმ საიდუმლო ფინანსურ ოპერაციაზე, რისი გამჟღავნებაც ქართული ოცნების ლიდერისთვის შესაძლოა საბედისწერო აღმოჩნდეს,
ტვ პირველი