“ალტ-ინფოს” ლიდერები ოზურგეთში კაფე-ბარიდან გამოაძევეს


“ალტ-ინფოს” ლიდერები თავის მომხრეებთან ერთად დღეს, ოზურგეთში მოქმედ კაფე-ბარ “სან ბარიდან” ამავე კაფეს ადმინისტრაციამ გამოაძევა. მიზეზი პარტიის პოლიტიკური აქტივობა გახლდა.

როგორც კაფეს ადმინისტრაციაში “გურიის მოამბეს” განუცხადეს, სასულიერო პირებმა ისენი შეცდომაში შეიყვანეს და სამი დღით ადრე შეაუკვეთეს სუფრა, რომელიც, როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, “ალტ-ინფოს” პოლიტიკურ აქტივობას ეხებოდა, ეს კი კაფე-ბარის ადმინისტრაციას დაუმალეს, რის გამოც, ეს უკანასკნელი, იძულებული გახდა “ალტ-ინფოს” ლიდერები თავის მომხრეებთან ერთად, რომელიც დღეს იყვნენ მისულნი კაფე-ბარში – შენობიდან გამოეძევებინათ.

“ალტ-ინფოს” ლიდერებმა მომხდარი გააპროტესტეს, თუმცა რამდენიმე წუთის შემდეგ პარტიული შეხვედრა და პოლიტიკური აქტივობა კაფე-ბარის მოპირდაპირედ მდებარე შემოქმედის ეპარქიის კუთვნილ პარკში გამართეს. სადაც, რაოდენ ტრაგიკომიკურადაც არ უნდა ჟღერდეს  რუსეთის წიმნააღმდეგ გმირულად დაღუპული ქართველი მეომრების მემორიალია

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share