გერმანიაში, ზაალფელდის რაიონში მცხოვრებმა 76 წლის პენსიონერმა, ვოლკერ კრაფტმა სააღდგომო კვერცხების შეგროვება 1965 წელს დაიწყო. თავდაპირველად მისი სააღდგომო კოლექცია მხოლოდ 18 დეკორატიული კვერცხისგან შედგებოდა, რომელიც ყოველწლიურად ახალი ექსპონატებით ივსებოდა. ახალი კვერცხების მომზადებაში პენსიონერის ოჯახის ყველა წევრი მონაწილოეობდა.
2011 წელს კრაფტის კოლექციაში უკვე 9800 იყო, თუმცა პენსიონერი მიღწეულით დაკმაყოფილებას არ აპირებდა. ახლახან კრაფტმა აღიარა, რომ სახლში ~კვერცხების შესანახი ადგილი აღარ აქვს. თუ ასე გაგრძელდა, იძულებული ვიქნები კვერცხებთან ერთად დავიძინო – თქვა კოლექციონერმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს კათოლიკური სამყარო უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს, აღდგომას ზეიმობს.