დამოუკიდებელი დეპუტატი, თამარ კორძაია ყოფილი პრემიერ-მინისტრის აღიარებასთან დაკავშირებით ტვ პირველის ეთერში საუბრობს და აცხადებს, რომ “ქართულ ოცნებას” საზოგადოებისთვის მიცემული ყალბი დაპირებები არ შერჩება.
მისი თქმით, საქართველოში კანონმდებლობაც და მართლმსაჯულების სისტემა ევროპულ სტანდარტს უნდა შეესაბამებოდეს, რისთვისაც რეფორმების გატარება და ხმის ამაღლებაა საჭირო.
”არც ღარიბაშვილს და არც “ქართულ ოცნებას” არ გაუვა ყალბი პათეტიკა, ყალბი დაპირებები. რატომ? ფეხბურთზე გავავლებ პარალელს. ევროპის ჩემპიონატზე გასვლა მხოლოდ მარტო თამაში ხომ არ არის. ეს არის სიხარული იმის, რომ ევროპული სტანდარტის მაღალ ფეხბურთს ვთამაშობთ და ამან მოიტანა სიხარული. შესაბამისად ეს სტანდარტი ვრცელდება სასამართლოზეც. ჩვენ სასამართლო, კანონმდებლობა ევროპული სტანდარტის უნდა გვქონდეს. ეს არის საზოგადოების დაკვეთა. საზოგადოებას უნდა საქართველოში ევროპული სტანდარტის ცხოვრება არა მარტო ფეხბურთში, არამედ ყველა სფეროში. ეს დაწყებული პროცესი, რომელიც გაარღვია ფეხბურთმა, უნდა გავარღვიოთ პოლიტიკოსებმაც და იმ მოსამართლეებმაც, რომლებიც ხმას იღებენ და ამბობენ, რომ კეთილსინდისიერები არიან და არ აქვთ პრობლემა შემოწმების”, – ამბობს კორძაია.