საქართველოში რუსი გენერლები დაგულაობენ, ვინ იძლევა გარანტიას, რომ სააკაშვილის სიცოცხლე დაცულია? – სანიკიძე

გუბაზ სანიკიძე საერთაშორისო მედიის მიერ ჩატარებულ სკანდალურ ჟურნალისტურ გამოძიებას ეხმაურება – საუბარია, ფაქტზე, რომლის მიხედვითაც რუსმა აგენტმა თბილისში ამერიკელი დიპლომატის მეუღლე მოწამლა.

ქართველი ოპოზიციონერი სვამს კითხავს, თუ რამდენად უსაფრთხოა საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლე იმ პირობებში, როდესაც რუსეთის სპეცსამსახურები ქვეყანაში უპრობლემოდ გადაადგილდებოდნენ.

სანიკიძე “ტვ პირველთან” კიდევ ერთ საინტერესო დეტალს იხსენებს და ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის გატეხა “ოცნების” ხელისუფლებისა და კრემლის ინტერესში შედიოდა.

გუბაზ სანიკიძის თქმით, საქართველოს მთავრობას და პუტინს უნდოდათ, სააკაშვილს ეთქვა, რომ 2008 წლის ომი საქართველომ დაიწყო.

”რამდენად დაცულია პოლიტპატიმარ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა და სიცოცხლე საქართველოში, როცა გრუზ გენერლები დაგულაობენ აქ და წამლავენ ამერიკელ დიპლომატებს. ვინ იძლევა იმის გარანტიას, რომ სააკაშვილის სიცოცხლე დაცულია და ვინ იძლევა იმის გარანტიას, რომ ის არ მოწამლეს. მე მგონია, რომ მიხეილ სააკაშვილის გატეხა უნდოდათ უკრაინაში ომის დაწყებამდე. ამოცანა იყო, რომ “ოცნებას” და რუსეთს სააკაშვილი უნდა გაეტეხათ და მას უნდა ეღიარებინა 2008 წლის ომის დაწყების თემა. მერე როცა უკრაინაში დაიწყო ომი და ყველაფერი ღიად გამოჩნდა, მიხეილ სააკაშვილის ფიზიკური განადგურების თემა იყო. მე ასე ვფიქრობ და ღმერთმა ქნას ეს არ დადასტურდეს”, – ამბობს სანიკიძე.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share