როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, თბილისის მერის საკუთრებაშია: მშენებარე, 650 კვ.მ ფართობის საცხოვრებელი სახლი დაბა წყნეთში, რომელშიც 2013 წელს 500 000 ლარი გადაიხადა. 101 კვ.მ მიწის ნაკვეთი თბილისში, სამი ავტოსადგომი, ასევე 258,54 კვ.მ სახლი, რომელშიც 2018 წელს 928 414 ლარი გადაიხადა. იმავე მისამართზე მდებარე მეორე ბინა, კერძოდ, 203,04 კვ.მ ფართობის, რომელშიც 774 875 ლარი აქვს გადახდილი. კახა კალაძის საკუთრებაშია 2017 წელს შეძენილი ორი ავტოფარეხი ჭავჭავაძის გამზირზეც, რომლის ჯამური ღირებულება 14 000 აშშ დოლარია. ორი ბინა ჭავჭავაძის გამზირზე, რომელშიც 2017 წელს 160 000 აშშ დოლარი გადაიხადა. 2006 წელს აქვს შეძენილი კიდევ ერთი ბინა ვაკეში, რომლის ღირებულებაც 71 280 ლარია.
კალაძის საკუთრებაშია, ასევე: სახლი სამტრედიაში, ორი აგარაკი წყნეთში, 396 კვ.მ ფართობის ბინა თბილისში, 2380 კვ.მ მიწის ნაკვეთი სამტრედიაში, სამი მიწის ნაკვეთი წყნეთში, ავტოფარეხი თბილისში, ბურძგლას ქუჩის მიმდებარედ, ორი ბინა უკრაინაში და ორი არასაცხოვრებელი ფართი სამტრედიაში.
გარდა ამისა, კახა კალაძემ 2020 წელს შეიძინა მოტოსატრანსპორტო საშუალება HARLEY-DAVIDSON ROAD KING (10 000 აშშ დოლარი) და მსუბუქი ავტომანქანა MERCEDES BENZ G (110 000 აშშ დოლარი).
დეკლარაციის შევსების მომენტში კახა კალაძე ფლობდა: ინტეზა სან პაოლოს მიმდინარე ანგარიშზე – 4 200 000 აშშ დოლარს, “საქართველოს ბანკის“ საბარათე ანგარიშზე – 9 392 აშშ დოლარს, „ბანკი ქართუს” საბარათე ანგარიშებზე – 5 391 აშშ დოლარს, 2 501 ევროს, 471 დოლარს, 181 ევროს. Julius Baer-ის მიმდინარეზე – 365 000 აშშ დოლარს, ხოლო დანაზოგის სახით – 7500 აშშ დოლარს და 8000 ევროს.
დეკლარაციის მიხედვით, დედაქალაქის მერმა გასულ წელს ხელფასის სახით 29 917 ლარი მიიღო.
ამასთან, კალაძის მფლობელობაშია ქართველი მხატვრების – ლადო გუდიაშვილისა და ელენე ახვლედიანის მიერ შესრულებული 6 ფერწერული ტილო, რომლებიც კალაძემ 2000-2009 წლებში შეიძინა. ჯამში 5 ფერწერულ ტილოში მან 245 000 დოლარი გადაიხადა, მე-6 ტილო კი საჩუქრად მიიღო.
https://www.bpn.ge
მსგავსი სტატიები
- 90
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე გახდა. ამასთან, დღეს გამართულ ყრილობაზე ის პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრადაც აირჩიეს. ცნობისთვის, მაღლაფერიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენდირექტორის პოზიცია 2020 წლის ზაფხულში დატოვა. რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობასა და ქონებას, 2020 წლის 30 მარტს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, მის საკუთრებაშია:…
- 89
2020 წელს საქართველომ სამხრეთ აფრიკისგან 8,461 მლნ დოლარის პროდუქტი შეიძინა. რაც შეეხება ექსპორტს, საქსტატის მონაცემებით, აღნიშნულ ქვეყანაში საქართველომ 626,8 ათასი აშშ დოლარის პროდუქტი გაყიდა. „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა იმ პროდუქტების ჩამონათვალით, რასაც ვყიდით და ვყიდულობთ აფრიკაში. 2020 წელს სამხრეთ აფრიკიდან იმპორტირებული ტოპ-10 პროდუქტის ჩამონათვალი ასე გამოიყურება: მსუბუქი ავტომობილები - 5, 394 მლნ…
- 88
ჟურნალიტი ვახო სანაია თავდასხმის დეტალებს ყვება. „მაქვს დაზიანება როგორც თავზე, ასევე სხეულის სხვდასხვა მიდამოში. წუხელ დაახლოებით პირველის ნახევარზე ჩემი მეუღლე, ჩემი შვილი და ძიძა და ჩვენი ოჯახის კიდევ ერთი წევრი ჩამოვიდნენ თურქეთიდან, ბავშვი იყო სამკურნალოდ წაყვანილი და აეროპორტში დავხვდით, შემდეგ აეროპორტიდან წამოვედით ვაკეში, იქ დავტოვეთ ერთი ადამიანი და უკან უნდა ამოვბრუნებულიყავით, …
- 88
"ოპოზიციამ ცუდად იმუშავა ბევრი მიმართულებით"-აცხადებს ექსპერტი არჩილ გამზარდია, რომელიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს ეხმაურება, სადაც საქართველოზეცაა საუბარი: "ოპოზიციამ ცუდად იმუშავა ბევრი მიმართულებით. ვერც აქ დაიცვა ხმები, ვერც პარტნიორებთან"-წერს გამზარდია. სიმართლე. მე მგონი, უკვე დროში და სივრცეშიც არ ფლობს სიტუაციას და უეფექტო სატელევიზიო ცხოვრებას, ჯობს, დასხდნენ და ჩამოყალიბდნენ რაიმე…