“ოცნებამ” საგანგებო შეხვედრა დანიშნა – პარტიის ოფისში დეპუტატები იკრიბებიან

“ქართულ ოცნებაში” უმრავლესობის სხდომა დაინიშნა. მმართველ პარტიაში გადაწყვეტილება მოულოდნელად მიიღეს და დეპუტატები ახლა იკრიბებიან. არ არის გამორიცხული, შეკრებას ბიძინა ივანიშვილი დაესწროს. თემის შესახებ დეპუტატებმა არაფერი იციან, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ პარტიამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღოს.

“ოცნების” წევრი გიორგი ჩაკვეტაძე მედიასთან ამბობს, რომ უმრავლესობის სხდომა “გუშინაც ჩატარდა და დღესაც” ტარდება და იქ მნიშვენლოვან გადაწყვეტილებებს მიიღებენ, რომლებზეც საზოგადოება უახლოეს პერიოდში შეიტყობს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share