ძლიერი ქარის გამო, ბათუმის აეროპორტში, სტამბოლი-ბათუმის თვითმფრინავი ვერ ჯდება

ბათუმის აეროპორტში სტამბოლი-ბათუმის თვითმფრინავი მეტეოროლოგიური პირობების გამო ვერ ჯდება. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა “ბათუმელები” ავრცელებს.

გამოცემის თანახმად თვითმფრინავი ბათუმის აეროპორტში დაფრენას ამ წუთებშიც ცდილობს. მიზეზი ძლიერი ქარი გახდა.

ფოტო: “ბათუმელები”

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share