“ხელისუფლების ქმედება კარტოგრაფების მიმართ არის “ჩათლახობა”- წერს სოციალურ ქსელში, პოლიტოლოგი გია ნოდია.
“არსებობს სწორი და არასწორი პოლიტიკა, მაგრამ არსებობს კიდევ პოლიტიკური ქმედებების მორალური მხარე. ის, რასაც ხელისუფლება ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას მიმართ აკეთებს (ვგულისხმობ არა მხოლოდ მათ დაპატიმრებას, არამედ მათ წინააღმდეგ ორკესტრირებულ კამპანიასაც) ყველაზე კარგად აღიწერება სიტყვით „ჩათლახობა“.
მე უკეთესი ვერ მოვიფიქრე. ამ კამპანიის ამგორებლები და მონაწილეები ორ ნაწილად იყოფიან: ჩათლახებად და დებილებად”- წერს ნოდია.