ირმა სოხაძე და გია მაჭარაშვილი სიმღერა “გაიღიმეს” პოლიტიკური ნიშნით გამოყენებას კრძალავენ – ამის შესახებ ნათქვამია სპეციალურ განცხადებაში, რომელსაც სიმღერის ავტორები ერთობლივად ავრცელებენ.
სიმღერის ავტორები ჟურნალისტ ეკა კვესიტაძეს უპირისპირდებიან, რომლმაც დაწერა:
“აქციის საუნდრეკი გვაქვს – ზღაპრის ბოლო კთილია. ესეც საქმეა”
“მთავარი არხის” ჟურნალისტის ფეისბუქ სტატუსს მომღერლის და კომპოზიტორის სახელით გავრცელებული მიმართვა მალევე მოჰყვა, რომელსაც tvpirveli.ge უცვლელად გთავაზობთ:
„მოხარულები ვართ, რომ ჩვენმა სიმღერამ ხალხის მხრიდან ასეთი სიყვარული უკვე მეორედ დაიმსახურა. ბედნიერებას ვერ ვფარავთ იმის გამო, რომ ეს სიმღერა ჯადოსნური აღმოჩნდა ჩვენი ბიჭებისთვის და მათ გამარჯვების საუნდტრეკად დარჩა ისტორიას.
ვეხმიანებით, თუმცა ვემიჯნებით ეკა კვესიტაძის ფეისბუქ სტატუსს. ვაცხადებთ, რომ არ გვსურს ეს სიმღერა პოლიტიკასთან ასოცირდებოდეს, სწორედ ამიტომ, ვკრძალავთ, ყველანაირ პოლიტიკურ ღონისძიებაში/ პოლიტიკური მიზნით, მის გამოყენებას“ – ნათქვამია განცხადებაში.