ოზურგეთის თეატრიდან დათხოვილი თანამშრომელი განთავისუფლებიდან ერთ დღეში გარდაიცვალა

ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრიდან გუშინ დათხოვილი თანამშრომელი, შალვა ბურჭულაძე, დღეს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაიცვალა,, გარდაცვალების მიზეზი არაოფიციალური ინფორმაციით ნერვიულობა გახდა.

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი ოზურგეთის თეატრიდან, გუშინ, სამი ადამიანი დაითხოვეს, მათგან ერთ ერთი შალვა ბურჭულაძე იყო.

“გურიის მოამბე” კომენტარისათვის თეატრის დირექტორს, ზაზა ჯინჭარაძეს დაუკავშირდა:

“საშინელი ფაქტი მოხდა, ძალიან დაგვწყდა ყველას გული, ახალგაზრდა, განათლებული კაცი. ჩვენთან ბატონო ლადო, კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით, დაცვის ფუნქციები გადაეცა კერძო კომპანიებს, ოზურგეთის თეატრთან მიმართებაში გაიმარჯვა კომპანია “ვიქტორია სეკურიტმა” – ადგილზე გია ჭანუყვაძე ხელმძღბანელობს, ისიც შემოქმედელია, ჩვენ გვყავდა დაცვაში 6 თანამშრომელი, გია და შალვა თანაკლასელები იყვნენ, შევახვედრეთ ჩვენ ექვსივე, ამათგან სამი დაიტოვეს, სამწუხაროდ შალვა ამ სამში ვერ მოხვდა, ძალიან ვწუხვართ, შალვას ძმა ელგუჯა შემოქმედის გამგებელია, ადრე დეპუტატიც იყო, ჩვენ ვერ ვერევით კერძო კომპოანიის საქმიანობაში. მწუხარებას გამოვთქვამთ და თანავუგრძნობთ ოპჯახს” – გვითხრა ჯინჭარაძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share