გამჭვირვალობის კანონს ორშაბათს პარლამენტში მიქანაძე, იონათამიშვილი და ბერაძე წარადგენენ

პარლამენტში გამჭვირვალობის კანონის ერთ-ერთი წარმდგენი ბაქოს საბჭოთა უმაღლესი პარტიული სკოლის კურსდამთავრებული, რიმა ბერაძე იქნება.

მოწვეულ სტუმრებს კანონპროექტს დეპუტატები რიმა ბერაძე, გივი მიქანაძე და რატი იონათამიშვილი წარუდგენენ. შეხვედრა 90 წუთს გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნება” ბიუროს სხდომაზე გამჭვირვალობის კანონის ინიციირებას საპარლამენტო განხილვებისთვის ორშაბათს, 8 აპრილს გეგმავს.

რატომ არის აუცილებელი კანონის მიღება? – დეპუტატების ამ კითხვებს რიმა ბერაძემ და რატი იონათამიშვილმა უნდა უპასუხონ.

მოსაწვევი,  კანონის განხილვაზე, განათლების საპარლამენტო კომიტეტის სახელით, თავმჯდომარის თანაშემწემ, ანატოლი კორეპონოვმა გააგზავნა.

სამ აპრილს ცნობილი გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილის გუნდი გამჭვირვალობის  კანონის მიღებას აპირებს. “ქართულ ოცნებაში” ითქვა ისიც, რომ  კანონის დაბრუნებას მხარს უჭერს “ქართული ოცნების” დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც.

საგანგებო ბრიფინგზე მამუკა მდინარაძემ მედიას უთხრა, რომ კანონპროექტი, რომლსაც ზუსტად 1 წლის წინ საზოგადოების უპრეცენდენტო ვნებათაღელვა მოჰყვა, პარლამენტში დაინიციირდება ზუსტად იმავე ტექსტით, როგორც შარშან იყო ინიციირებული.

ერთადერთი განსხვავება იქნება, რომ ტერმინი “უცხოური გავლენის აგენტი” ჩანაცვლდება ტერმინით “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია”.

ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა მოქმედებაზე გადასვლა უკვე დააანონსეს.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share