ერთი კილოგრამი წიწიბურა მარკეტებში საიმპორტო ფასზე თითქმის 700%-ით ძვირად იყიდება. ეს მხოლოდ ერთია. ბიზნეს სააგენტომ დათვალა და დაასახელა პირველადი მოხმარების ცხრა იმპორტირებული პროდუქტი, რომელსაც საქართველოში რეკორდული ფასნამატით ყიდიან ანუ იმაზე ბევრად ძვირად, ვიდრე მისი რეალური ფასია. ამის გამო მოქალაქეებისთვის, პრაქტიკულად ,ხელმიუწვდომელი რჩება უცილებელი პროდუქტი, როგორიცაა ზეთი, ბრინჯი, წიწიბურა,ფქვილი, ლობიო, შაქარი.