მარინა ტოტოჩავა – ცერებრული სინოვენური თრომბოზი – ბეწვის ხიდი სიცოცხლესა და მის უეცარ დასასრულს შორის

რეკომენდაციები 

ცერებრული სინოვენური თრომბოზი – ბეწვის ხიდი სიცოცხლესა და მის უეცარ დასასრულს შორის

რატომ მოკლა დედამ სკოლამდელი ასაკის 4 შვილი
დაშლაკული ორგანიზმები, მუტირებული ცილები და ადრე შეწყვეტილი სიცოცხლეები
1——მეცნიერულად—– თეორიულად და პრაქტიკულადაც დადასტურდა, თუ ინტერლეიკინ 10 ნორმაზე დავა, სიმსივნე ჩერდება, ქცევითი აშლა ნორმალიზებას იწყებს ,შიზოფრენია საუკეთესო ფორმაში გადმოდის; სახსრის, ფილტვის , ღვიძლის, თირკმლის დაშლა ჩერდება და ბევრი რთული დაავადების უკეთეს ფორმაში გადმოყვანა რეალურად ხდება.
2——ბოტულიზმის მძიმე ფორმის დროს ,სითხე ცხვირიდან მოდის ყლაპვის ცენტრის დამბლის გამო. ასეთი ჩივილი დამბლის სიმპტომია, მაგრამ ამ დროს , პირველად, ბოტულიზმის დამბლა უნდა გამორიცხო.
3——მავნე ბაქტერიები ნაწლავებში ტრანსცხიმებს ანუ ნაჯერ და უსარგებლო, ძნელად გადასამუშავებელ ცხიმებს, კანცეროგენულ ესტროგენებად გადააქცევენ .სიმსივნეების 80 პროცენტის მიზეზი კანცეროგენული ესტროგენებია. ამ ყველაფრის საშველი ნაწლავის ბიფიდოფლორის ბალანსია. ის ერთი რეკლამირებული წამლით არ სწორდება .პირიქით შეინიღბება. ზუსტი დათვლა უნდა ბაქტერიების ბალანსს და შემოწმება ,იქმნება თუ არა ნაწლავის ფლორაში ის ნივთიერებები და სასიცოცხლო ვიტამინები, რომლებიც მხოლოდ აქ იბადებიან. არ არის დიზბაქტერიოზი——-არ არის დაავადებები და არ არის კიბო. ცხიმში ხსნადი ვიტამინების უმრავლესობა ნაწლავის ფლორაში წარმოიქმნება. თუ დიზბაქტერიოზია ,მათი წარმოქმნა და შეწოვა გამორიცხულია. მათი ნაკლებობა მთავარი მიზეზია იმ მექანიზმებში რაც მიდის ციროზის, თრომბის, გულის დაავადებების ,ქოლესტერინის აგრესიული სიჭარბის , ინსულტის დროს .ამ მექანიზმის გამო აქვს უამრავ ადამიანს დე ვიტამინი დაქვეითებული. დე ცხიმში ხსნადი ვიტამინია.
4——სიმსივნე ან მძიმე დაავადებები რომ არ გაჩნდეს საჭიროა ორგანიზმის დეტოქსიკაცია შლაკებისგან, მავნე პარაზიტებისგან და არაორგანული კალციუმისგან, რომელიც ილექება არტერიებზე , სისხლძარღვებზე, ვენებზე , ფორმას უცვლის და არქოვანებს მათ .ქმნის კალციფიკატებს, რაც თრომბის დაძვრის ტრამპლინებია. .ნატრიუმი თუ დაქვეითებული ან ქვედა ზღვაზეა და აციდოზის ნიშნებია, არაორგანული კალციუმი არ გამოიდევნება. არაორგანული კალციუმის დაგროვების გარეშე, ბევრი დაავადება, მაგალითად, ასთმა არცერთ ვარიანტში არ ჩამოყალიბდება. არაორგანული კალციუმის სიჭარბე მთავარი მონაწილეა ცილების მუტაციის, რაც უპირობოდ სიმსივნეებს ქმნის. წვრილი პარაზიტების მცირე რიცხვი საჭიროა ორგანიზმისთვის. როგორც დადგენილია ,ისინი კიბოს უჯრედებს ჭამენ. მაგრამ, ასკარიდას და მისი რიგის ძლიერ პარაზიტებს თავად ემართბეთ კიბო და შეუქცევად ენდოკრინოლოგიურ ცვლილებებს იწვევენ. ნებისმიერ უიმედო მდგომარეობამდე მისული სიმსივნის მიზეზი— ასკარიდაა. მეტეოდამოკიდებულებაა, როცა წნევის შეცვლას უკავშირებენ, ამინდის ცვლილებას . ამინდის ცვლილებისას , ეს გამოწვეულია სილიციუმის და სხვა ანტითრომბული ნაერთების დავარდნის ფონზე. მაგრამ მთავარი დამნაშავე ამ დროს——— ასკარიდაა, რომელსაც ამინდის ცვლილება დიდ დისკომფორტს უქმნის. ადამიანთა უმრავლესობა ვერც კი წარმოიდგენს შლაკების და პარაზიტების რა ოაზისი არიან. ამას პლიუს არანატურალური კვება. პლიუს ქიმური საშუალებებიდან მიღებული, ჟანგბადოვანი კოლაფსები და ბუნებრივია, გადავარდება ადამიანის ორგანიზმი ფიზიოლოგიური რელსებიდან და უამრავი დაავადებები მიიღება.
5——თავბრუხვევის დროს–მაგნიუმის, კალიუმის , ნატრიუმის და რამდენიმე ,ინსულინრეზისტენტობის ხერხემალი ვიტამინის ძლიერი კლება გაქვს.
6- თავი მაღალ წნევაზეც არ აგტკივდება, თუ იმ პერიოდში მაგნიუმი, კალიუმი და ბე ჯგუფის ვიტამინები არ დაეცა.
თუ უენერგიობა გრძელდება სანამ მაპროვიცირებელ დაავადებას არ მოირჩენ ენერგია არ დასტაბილდება. დროებით აღდგება ენერგია, თუ შეივსებ იმ ნივთიერებებს რომელთა ნაკლებობა უღონობას იწვევენ——მაგნიუმი, კალიუმი, ბე ჯგუფი, დე ვიტამინი ,თუთია, ,გოგირდი, სპილენძი. უღონობა, განსაკუთრებით, სპილენძის , გოგირდის და თუთიის ცვლის მოშლაა. რადგან, ნებისმიერი სისუსტე მოდის ღვიძლის შეზღუდვისგან. ღვიძლი , სპილენძის, გოგირდის და თუთიის დეპოა. ჩამოთვლილების ფარმაკოლოგიურ ფორმებზე და ნივთიერებებზეა საუბარი. პირდაპირ მიღებული ეს ელემენტები ადამიანს უცებ აზიანებს და კლავს.
7-ორი თვის ბავშვს ყელის მიდამოს ლორდოზი აღენიშნება,რადგან თავის კარგად დაჭერის მცდელობის ეტაპზეა. 6 თვის ასაკში გულმკერდის მიდამო უკან ცდომას განიცდის, რადგან უკვე ზის . ერთი წლის ასაკში წელის ლორდოზია სიარულის მცდელობის გამო. ეს ფაქტორები ფიზიოლოგიური ცდომებია.
8—ყველა ორგანოს ინფარქტი არსებობს, მათ შორის სათესლე ჯირკვლის. -თუ გეეჭვება, რომ კარდიალური ინფარქტია ანუ გულის , მაშინ მას ასპარტატამინოტრანსფერაზა დაგიდასტურებს. ანუ ღვიძლის ერთი ფუნქცია. რადგან ,ეს ფუნქცია ყოველთვის მატულობს მძიმე ინფარქტების დროს. ანუ გულის ჩივილებს პლიუს ასპარტატამინოტრანსფერაზას მატება ეს მძიმე ინფარქტია. გულის ჩივილების გარეშე ასპარტატის მომატება ინფარქტი არ არის. მაგრამ, ცოტა მომატების დროსაც კი—– გული და ღვიძლი ძალიან დაზიანებულია. თანამედროვე კარდეოლოგიაში მიოკარდიუმის მარკერებია ——ასპარტატამინოტრანსფერაზა,ლაქტატდეჰიდროგენაზა, ტროპონინ 1 ან ტე დ ა სხვები.
9—-თუ ღვიძლის ფუნქციებიდან ალანინამინოტრანსფერაზა მომატებულია ,ბიოქიმიურად, ჰისტოლოგიურად , ფიზიოლოგიურად ყველა სამეცნიერო დონეზე საბოლოოდ დადასტურებულია ,რომ ეს ნამდვილად ჰეპატიტია ღვიძლის ——ან ქრონიკული ან მწვავე და ადრე მორჩენადი—–თუნდაც გითხრან არაფერი გჭირსო ან თუნდაც ეს იყოს ახალშობილი ბავშვი . თუმცა რა გასაკვირია, დღეს ახალშობილთა ციროზების სტატიტიკაც საგრძნობი რიცხვია. ჰეპატიტს მედიცინაში ხატოვნად ეძახიან ——-ციროზის წინა დღეს. სრული , უკიდურესი უმეცრებაა——- აწეული ალანინტრანსფერაზას დროს ღვიძლის მდგომარეობის უგულვებელყოფა, რაც დღეს ,თითქმის, დოგმა გადხა, მითუმეტეს, თუ ეს ბილირუბინის აწევის ფონზე ხდება. ეს არის ადამიანის ,ორეტაპიან სასაკლაოზე ხელოვნურად შეგდება, სადაც პირველ ეტაპზე ის მაყურებელია .დაზიანებული ღვიძლი პირველ ეტაპზე არ ყვირის, მაგრამ ტოქსიკური ხდება და სხვა ორგანოებსაც თანდათან შლის. ღვიძლის ბოლომდე დაზიანებას წლები სჭირდება.
10—-აპენდიციტის მწვავე შეტევა როცაა,ბავშვები ზურგით წვანან ოდნავ მოხრილი ფეხებით.
11–თუ დიაბეტი აქვს ადამიანს და არასწორად ან არასრულფასოვნად მკურნალობს მთავარ მიზეზებზე———იმ მომენტში ,როცა შაქარი მოიმატებს,ამ დროს ის თვალის ბროლში დაგროვდება და გადაიქცევა —სორბიტოლად .სორბიტოლი ოსმოლარული ფუნქციის ნივთიერებაა. შედეგად ,თვალის ბროლში გროვდება დიდი რაოდენობით წყალი. ეს არის ბროლის დაზიანების დიდი მიზეზი .ის გაუმჭირვალე ხდება. შაქარი როცა აწეული აქვს დიაბეტიანს, ამიტომ ხედავს ბუნდოვნად.
12- თუ ბავშვმა დარტყმის დროს მუცელი დაიზიანა, თუნდაც გარეგნულად არაფერი ემჩნეოდეს;თუ ქირურგმა მუცლის დახურული ტრავმა დააფიქსირა, დადგენილი პედიატრიული სტანდარტია და ყველა შემთხვევაში განვითარდება—— მწვავე პანკრეატიტის ატიპური ვარიანტი მაინც. დღევანდელ ეპოქაში ატიპური პანკრეატიტები არის, თითქმის, ყველა პრობლემის ერთი დიდი მთავარი მიზეზი. განსაკუთრებით ინსულინრეზისტენტობის მოშლაში. ადამიანის სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისთვის ატიპური პანკრეატიტი აუცილებლად უნდა იყოს გამოცნობილი. იქ სადაც პანკრეატიტს , ჯერ კიდევ წელის სარტყელისებური ტკივილის აუცილებლობით ასტატუსებენ, საუკუნეებითაა ჩამორჩენა.
13– ატიპურ პანკრეატიტს ბევრი ფორმა აქვს . ეს უფრო ხშირია სტატისტიკურად. დადგენილი სტანდარტია—–პედიატრიულ კონტიგენტში, ორი საათის განმავლობაში, ბავშვს ღებინება თუ გაუმეორდა,თან მსუბუქი მუცლის ტკივილი და გაზებია,თუ ეს კვებითი ინტოქსიკაცია არ არის,მაშინ ეს ტრიადა არის კლასიკური მწვავე პანკრეატიტი ბავშვთა ასაკის .თუმცა, ეს კვებითი ინტოქსიკაციის ფონზეც უხშირესად ხდება თანდართული ატიპური ფორმით.
14—–ბავშვებში მწვავე პანკრეატიტის დროს ,70 პროცენტში იმატებს ,ფერმენტებიდან მხოლოდ ლიპაზა.
15—ბავშვს რომ ფიზიკურ განვითარებაში ჩამორჩენის პრეცენდენტი ექნება, სტანდარტულად აქ წამყვანია პანკრეასის კისტური ფიბროზის ატიპური ფორმა, რომელიც ზრდასრულობაში აუცილებლად , ღვიძლის და პანკრეასის დიდი პრობლემებით გამოჩნდება.მხოლოდ, წონაში მატება ან სიმაღლეში გაზრდა არ არის ამ მდგომარეობის დასრულება. მისი პანკრეასის ატიპური ფორმები ხშირად უნდა მოწმდებოდეს. მითუმეტეს, ოფლიანობის პერიოდებში. რადგან, კისტური ფიბროზის წამყვანი სინდრომი ბავშვებში——- პერიოდული ოფლიანობაა.
16—პანკრესის სიმსივნით გაოცებულ ადამიანებს, არცკი ეგონათ თუ პანკრეასი საერთოდ აწუხებდათ და დაზიანებული ჰქონდათ. გლუტამატდეკარბოქსილაზა —-უმნიშვნელოვანესი სასიცოცხლო ფერმენტია ტვინისა და ნერვული სისტემის ნეირონებში და პანკრეასის ბეტა უჯრედებში. ის არის პანკრეასის აუტონომიური დაზიანების მარკერი. anti-gad-ზე კვლევა უნდა—-დიაბეტის, ინსულინრეზისტენტობის, ეპილეფსიის, ქცევითი აშლის, შიზოფრენიის ,ტვინის დაზიანების, ციროზის, გულის პრობლემის და სხვათა დროს. პანკრეასი და ღვიძლი არ ყვირიან, მაგრამ ყვირიან მათი დაზიანების შედეგები.
17—–ქლოროფილი მცენარეებს და ადამიანებს, მზის , მთვარის და სრულიად კოსმოსის ენერგიას აძლევს. თუ მარტო ხორცს შეჭამ და მწვანე ფოთლებთან იშვიათი კონტაქტი გექნება კვებაში,სამყაროსგან ენერგიას ვერ მიიღებ .როგორც ხშირად ავღნიშნავ , ეს ენერგია ჭექა-ქუხილის დროს კოსმოსიდან მცენარეთა ფესვებში შემოდის.
18——თუ ადამიანს ხშირი ანგინა ჰქონდა ბავშვობაში,მისი მკურნალობის დროს არაფერი ბოლომდე არ მორჩება , თუნდაც სხვა დაავადებებით მოგვმართოს , თუ ყოფილი ანგინების გამო სტრეპტოკოკს არ გაედევნებით. ის უკვე დავახასიათე და მისი ძლიერი ვერაგობები ავღწერე .ასეთი ანამნეზის პაციენტმა ყველა რევმატოიდული ანალიზი უნდა შეიმოწმოს, მათ შორის ანტისტრეპტოკოკური ანტისხეულების ტიტრიც. თუ ადამიანმა მონონუკლეოზი სრულფასოვნად არ იმკურნალა, ეს დაავადება ასეთი ფონის ორგანიზმში ღვიძლს თანდათან, უპირობოდ შლის. სტატისტიკურად,ყველაზე გავრცელებული და ყველაზე დისკომფორტული რევმატიული დაავადება——- ოსტეოართროზი, სწორედ ამ მიდგომის უგულვებელყოფის გამო ემართებათ ადამიანებს ასე ხშირად.
19—–ურთულესი დაავადება—კვანძოვანი პოლიარტერიტი, სტატისტიკურად, კაცებში უფროა გავრცელებული და პარალელურად, სათესლე ჯირკვლის ან პროსტატიტის პრობლემით მიდის. ხან კანზე წვრილი გამონაყარია და ალერგია ჰგონიათ ხშირად .როცა არ გამოიცნობა და არ კონკრეტდება ეს დაავადება და მარტო სათესლე ჯირკვალზეა კონცენტრირება, სტანდარტით ასეა——- ეს აუცილებლად მივა წვრილი ნაწლავის, გულის ან თირკმლის ინფარქტამდე.
20—– ვონ—— ჰიპელ——ლინდაუ თანდაყოლილი სინდრომია და თუ სწორი სამედიცინო მეთვალყურეობა არ დაურჩა ადამიანს——————-კიბოებს იწვევს. შემდეგი გამოვლინებები აქვს———ბავშვს შეიძლება ჰქონდეს მხედველობის დაქვეითება ან თავბრუხვევა ან თავის ტკივილები .ამ სინდრომს ყველა ასაკში ახასათებს—– ანგიომები, ჰემანგიომები ; კისტები–თირკმელში , ღვიძლში ან პანკრეასში; წნევის სიმსივნემდე მისული ფორმა—– -ფეოქრომოციტომა; სიმსივნე თავში .თირკმელში რომ კისტებია ვონ-ჰიპელ—–ლინდაუ უნდა გამოირიცხოს. ამ დროს ამინომჟავების და სხვა კომპონენტების თავიდანვე მართვით, ადამიანები აიცილებენ სიმსივნურ დასასრულს.
21——ერთხელ მაინც შეგიმჩნევიათ ცხოვრებაში——ადამიანს ფრჩხილის დასასრულს კანთან ლოკალური სისხლჩაქცევა აქვს. ცოცხლობს, მაგრამ სიცოცხლის ხანგრძლივობა არ იქნება გრძელი, თუ არ იმკურნალა .ამ დროს უნდა გამოირიცხოს——ტრიქინელოზი —–ძლიერი პარაზიტი, ვასკულიტი—–სისხლძარღვების ურთულესი დაავადება; ფსორიაზის ატიპური ფორმა ;რომელიმე წამლისგან მიმდინარე ინტოქსიკაცია; ბაქტერიული ქრონიკული ——გულის ენდოკარდიტი.
22—სტრეპტოკოკული ინფექცია იწვევს თვალის თამაშს . ისევ შეგახსენებთ, სტრეპტოკოკული ინფექციაა, მაგალითად, ანგინისადმი მიდრეკლილება .თუ სტრეპტოკოკზე და ნევროლოგიური უჯრედების სრული აღდგენის მექანიზმებზე საფუძვლიანად იმკურნალებს, საშიში არაფერი ემუქრება. წინააღმდეგ შემთხვევაში, იმის შანსი არ არსებობს, რომ ასეთ ადამიანს, რომელიმე, თუნდაც ზედა ასაკში მაინც, ინსულტი არ განუვითარდეს. ეს არის მედიცინის აქსიომა.
23——თუ ადამიანს ქოლესტერინის პრობლემა აქვს და სანაღვლე გზებში ობსტრუქციის ნიშნებიცაა; ამ დროს კალიუმი, კა 2 ვიტამინი და ბე 9 ვიტამინი სრულიად არ შეიწოვება და ინსულტის დიდი შანსი აქვს. ამ დროს, როცა ექიმი ბიოქიმიას აწყობს რეაქციების სწორი წყების კონტროლით, მთავარია ნაღვლის მჟავების სეკვესტრაცია და ბალანსი . ნაღვლის მჟავებზე შესაბამის სტატიაში ძალიან დაწვრილებით ვისაუბრე. ბიოქიმია ისე უნდა ააწყოს ექიმმა, რომ ნაღვლის მჟავები შეერთდნენ ნაწლავებში . შედეგად, ზედმეტი ნაღვლის მჟავები ორგანიზმში ვერ შეიწოვებიან . თუ ორგანიზმში ნაკლები ნაღვლის მჟავები შევა,სწორედ მაშინ იშლება ქოლესტერინი სხვადასხვა მჟავებად და შესაბამისად ,დაშლილი აღარ ლაგდება სისხლძარღვებზე . ქავილი მხოლოდ მაშინ აქვს ადამიანს, როცა ზედმეტი ნაღვლის მჟავაა ორგანიზმში. ადამიანს ღვიძლი შეიძლება დიდი ხანია დაზიანებული ჰქონდეს და არასწორადაც იკვებებოდეს, მაგრამ მაშინ ექავება, როცა სისხლში ზედმეტი ნაღვლის მჟავაა გადასული. ანუ სწორი ბიოქიმიის წარმართვით ექიმის მხრიდან, ნაღვლის მჟავებიც ქვეითდება და ქოლესტერინული შლაკისგან თავისუფლდება სისხლძარღვები. როცა ნაღვლის მჟავები მომატებულია სისხლში, მაშინ არის ასევე—–გულისრევა, ღებინება,თავის ტკივილი, დაბნეულობა, გულმავიწყობა,სუნთქვის და პულსის აჩქარება და სხვა.სასიცოცხლო დანიშნულება, სწორად გათვლილ ბიოქიმიაზე უნდა შედგეს.
24—-სწორად ჩატარებული მკურნალობა ნიშნავს კომპონენტების ბალანსის დამყარებას და შენარჩუნებას. ამიტომ არსებობს მედიცინა, რომ წამალზე მხოლოდ ექიმმა უნდა ისაუბროს. ა ვიტამინი ანტიოქსიდანტია და თანამედროვე სამეცნიერო დაკვირვებებით კიბოს აჩერებს. მისი დაქვეითების დროს ჩონჩხი და ნერვული უჯრედები ატროფირდება. სრული დაქვეითების დროს ადამიანი ბრმავდება. სასქესო და რეპროდუქციული სისტემები იშლება. მსოფლიო პედიატრული სტატისტიკით ა– ს დაცემის გამო კოლოსალური რიცხვია ბავშვების დაბრმავების. ა თუ ნორმის ზევით ავარდა—— ღვიძლი იშლება,ციროზი ვითარდება, ქალსშიდა წნევა მყარდება. ამიტომ არსებობს ექიმი, რომელიც საზღვრავს—— როდის და რამდენი.
25——გრიპის ვაქცინის მკაცრი უკუჩვენებაა—–კვერცხზე ალერგია.
26—-ჰორმონი კალციტონინი გამომუშავდება ფარისებრში. თუ ეს ჰორმონი არ კონტროლდება ,ფარისებრს ზერელე მეთვალყურეობა აქვს.
27-იმუნიტეტის და იმუნოპოეზის ცენტრალური ორგანოა ძვლის წითელი ტვინი. თუ მასზე არ გაკეთდა აქცენტი დაავადებების დროს, ესე იგი იმუნიტეტი არასაკმარისადაა შეფასებული.
28-თუ ქალს მენსტრუაციის წინა დღეებში ორგანიზმი უფრო შესუქებული ეჩვენება, ეს სითხეა და არა ცხიმის მატება . ასეთ ქალს პროგესტერონი აქვს პრობლემური.
29—–თუ ქალს ესტროგენი დაბალი აქვს ნორმიდან,მას ფიზიკური ვარჯიში დააზიანებს და დაავადებებს გაუმწვავებს.
30—–ჰემოგლობინი როცაა შარდში მომატებული ,ეს საგანგაშო სინდრომია და ჩემს დიდ გაოცებას იწვევს ამის მიმართ ძლიერი ნიჰილიზმი. ეს ხდება —–გლომერულონეფრიტის, თირკმლის უკმარისობის, ტუბის, კუჭ-ნაწლავის პრობლემების და სხვა დროს .ყველაზე მეტად კი თირკმლების და საერთოდ, საშარდე გზების სიმსივნემდე მისული დაზიანების დროს. ჰემოგლობინი შარდში იმიტომაა მომატებული, რომ ძვლის ტვინში სისხლის წითელი უჯრედები მასიურად იშლებიან და იღუპებიან . შარდში ჰემოგლობინის არსებობა ნიშნავს იმას, რომ ბევრი სისხლი შედის შარდში .სისხლის წითელი უჯრედები მასიურად ნადგურდება შარდის მჟავების და მარილების მიერ და ჰემოგლობინი შედის შარდში. შარდში რომ სისხლია ანუ ჰემოგლობინია ,უხშირესად, ფონად ნაწლავის ჩხირი მძვინვარებს,ამ დროს პროსტატის და თირკმლის სიმსივნეებია გამოსარიცხი , უფრო თირკმლის. თუ ასეთი ადამიანის მართვა შესაბამისი ზუსტი დანიშნულებით არ მოხდა, ძვლის ტვინის აქტიური კონტროლით,ის აუცილებლად პირველივე ვირუსზე ძალიან დამძიმდება .რადგან , ამ დროს ამინომჟავები მასიურად დეგრადირებულია .შარდში ჰემოგლობინი თუ მომატებული გაქვთ, ეს საგანგაშოა და იბრძოლეთ სიცოცხლისათვის, თუნდაც ამ მომენტში ჯერ სპორტულად გამოიყურებოდეთ და თუნდაც გითხრან —–ეს არაფერიაო.
31—— ღვიძლი რომ გაცხიმოვნებულია , ღვიძლის უჯრედები უკვე ძლიერ დაზიანებულია. მეცნიერულად პრაქტიკულად დადასტურებულია, რომ ამ დროს ყოველთვისაა ფიბროზის რაღაც დონე, მაგრამ ხშირად ეს არ ჩანს ,რადგან ცხიმი ეფარება. ამაზე აპარატის სტანდარტული მეთოდურიც აფრთხილებს ,რომ ფიბროზი შეიძლება დაიმალოს ცხიმის ქვეშ .
32—ტარხუნა შეიცავს ყველაზე უნივერსალურ და უნიკალურ ამინომჟავებს. ის უნდა ჭამო ამ დროს——-მეტეორიზმი, ართრიტი,დეპრესია, ნევროზი, კუჭ-ნაწლავის პრობლემა ,შეშუპება, უძილობა, ინსულტების აღდგენის პერიოდი,პარაზიტები, თრომბოზები,ძვლების და კუნთების დაავადებები,თირკმლების დაავადება,პროსტატიტი, ცისტიტი ქალებში,ფილტვის დაავადებები, წონა და დიდი ცხიმიანობა, ზედმეტი სიგამხდრე, ჰიპოთირეოზი, ტუბერკულოზი, უღონობა და სისუსტე, დაბალი კორტიზოლი და დაბალი სეროტონინი; დაბალი ლიბიდო , ერექცია და სპერმის მოდუნება; ჰიპოთირეოზი, დამბლის შემდგომი პერიოდი და სხვა.
33- სისხლის ph სიცოცხლესთან სრულიად შეუთავსებელია და სიკვდილი დადგება მალე ,როცა ნაკლებია 6.8 ზე ან მეტია 8 ზე.
34—–თუ ადამიანს ადრენოკორტინული კარცინომა აქვ ს ,მაშინ მას ძალიან მაღალი ლიბიდო აღენიშნება და სულ სექსი უნდება.
35-ცერებრული სინოვენური თრომბოზი ყველაზე ხშირი მოვლენაა ადამიანებში. იმდენად ხშირი, რომ თითქმის, ყველა არასპორტული ადამიანის მუდმივი თანამგზავრია . ყველას სხვადასხვა დოზით აქვს. სტატისტიკით ის პედიატრიულ ასაკშიც უხშირესია. ძირითადად ,ხშირად, საშუალო სიმძიმის გამოხატულებით მიდის და ბევრისთვის შეუმჩნეველია. ამ დროს თავის ტვინის ზოგი კაპილარი თრომბებით იხშობა .მცირე გულყრები ამ ტიპის თრომბოზის გამოხატულებაა .ცერებრული სინუსის თრომბოზის გამოხატულებაა ასევე —– ფეხების და ხელების გარდამავალი დაბუჟება ;თავის მცირე, მაგრამ პერიოდული, ქრონიკული ტკივილი; მხედველობის მოკლე დროით დაქვეითება, მცირე ბურუსი ,გულის წასვლის ყველა ტიპი, კომა, დაბნეულობა,ზოგადი სისუსტე, პერიოდული თავბრუხვევა ,ხშირი წნევა, თუნდაც მცირეზე აწეული, ტინიტუსი,პურპურა,ვენური უკმარისობები,შაკიკი, ინსულტის შემდგომი პერიოდი ,მკვეთად დისკომფორტული შეგრძნება და სხვა. ამ დაავადების ფონებია——-ჰორმონული მოშლა, სანაღვლე გზების და ღვიძლის პრობლემები, ქოლესტერინის სიჭარბე,სიმსუქნე, ყოფილი მოტეხილობა ,გადანატანი ნეიროვირუსი ან მენინგიტი, არასრულფასოვნად ან არასრულად ნამკურნალები ყურის ანთება, მწეველობა ,ნარკომანია, პლანზე დამოკიდებულება, დიაბეტი ;რთული დაავადებები——ვეგენერი, მგლურა,ბეხჩეტი, ვასკულიტი,რევმატოიდული ართრიტი,სახსრების ყველა ტიპის ანთება,შოგრენი, მითუმეტეს კიბო, რომელიც ტოტალური მალფორმაციაა სისხლძარღვ-ვენების და სხვა. ტინიტუსის და შაკიკის დროს თავის ქალას სისხლძარღვებში მიკროთრომბების მუდმივი ფეიერვერკია. ტინიტუსის და შაკიკის დროს თავის ტვინის სიხლძარღვები ბოლომდე დაზიანებულია. ტინიტუსიანში, შეცვლილ წნევის დროს, ყოველი ახალი გაჭედილი მიკროთრომბი იწვევს ტინიტისური ხმაურის აღდგენას და მომატებას. ტინიტუსის ბევრი მიზეზიდან ერთი მიზეზი ყველა შემთხვევაშია და მყარია. ეს არის გადანატანი ყურის ანთების და მისი არასრულფასოვანი მკურნალობისგან დაზიანებული სმენის ნერვი. რაც მონაწილეობს ტინიტუსურ მუსიკალურობაში. არ არსებობს ტინიტუსის ხმამ მოიმატოს წნევის შეცვლის გარეშე. ადამიანი იზომავს და წნევა ნორმა ჰგონია. რადგან, სისხლძარღვში მიკროთრომბების ბუმია და მისი კედლის დრეკადობა დაცემულია. რაც ვეღარ მონაწილეობს აპარატული ხმიანობის სინქრონიზაციაში. ანუ აპარატი ვერ აჩვენებს სწორ წნევას .ამიტომ რამდენიმეჯერ უნდა გადაამოწმოთ . იგივე სიტუაციაა შაკიკის შეტევის დროს.ანუ აპარატი სწორ წნევას არ აჩვენებს. თუ წნევას სწორად დაეხმარები ინსულტის შანსი ორივე დაავადების დროს დროებით მოშორებულია .ადამიანის მკურნალობა წყალშია ჩაყრილი, თუ ნებისმიერი დაავადების დროს, პირველი ამოცანა არ იქნება ცერებრული მიკროთრომბებისგან გაწმენდა , არა ერთჯერადად , არამედ სათავო მიზეზების რეგულირებით.
36 -რაც უფრო მატულობს ნორმის ზევით მელატონინი, მით უფრო იშლება სახსარი.
37—–წითელი ქარი, რომელიც სტრეპტოკოკის მიზეზითაა, თუ სრულად არ მოირჩინე ,ის ხდება მორეციდივე .სტრეპტოკოკი სისხლში და ლიმფაში ჩასახლდება და ვენურ ქსელს დააზიანებს. ე. წ სპილოს ფეხები ამის შედეგია.
38——ბავშვებში მწვავე, გარდამავალი პორფირიის ყველაზე ხშირი გამოვლინებაა —–ენის დროებითი ბორძიკი.
39-ქოლესტერინის და ღვიძლის განკურნების სქემაში ერთი ნაწილი არის ლიზინის ცვლის დარეგულირება . ლიზინი, ყველაზე მეტი ვირთევზაშია.
40—-კალმოდულინი თუ ნორმაა, ის———– არეგულირებს ჰორმონებს, ააქტიურებს ფერმენტებს , რჩება უამრავი მძიმე დაავადება,ჩერდება კიბო, ბალანსდება ნეიროტრანსმიტერები, რაც თავისთავად ნიშნავს ქცევითი აშლების დაბალანსებას და შიზოფრენიის საუკეთესო ფორმაში გადასვლასაც კი. ანუ კალციუმის არხების ბუნებრივი ბლოკატორები და ზუსტად გამიზნული ნატურალური წამლები,ზღუდავენ ნეირონების ჰიპოქსიას და ამით აჩერებენ——– კრუნჩხვებს, ინსულტებს , ფსიქიკურ პრობლემებს, კიბოს, უეცარ სიკვდილებს, ორგანოების დაშლას და სხვა . რადგან, ისინი აინჰიბირებენ ამინომჟავურ პეპტიდებს, რომლებიც პროსტაგლანდინების სინთეზში მონაწილეობენ .ზუსტად ეს პროცესი ბლოკავს სეროტონინს. დაიბლოკა ჭარბი სეროტონინი ეს ნიშნავს არ არის———-სეროტონინის სინდრომი, ფსიქიკური აშლები, ქრონიკული დიარეა ანუ აშლილობა, სიმსივნეები, უეცარი სიკვდილები , ჩიყვები, არითმია და გულის დაზიანებები და სხვა მძიმე პროცესები. რადგან, სიმსივნეების, ფსიქიკური აშლების ,რთული ჩიყვების, ორგანოების დაშლის დროს, როგორც წესი, კატექოლამინებს ანუ ადრენალინს, ეპინეფრინს და სხვებს და მათთან ტანდემში მყოფ სეროტონინს აკრეფილი აქვთ დიდი სიჩქარე. შესაბამისად, ეს ხშირად გულის აჩქარებით გამოიხატება . კალმოდულინი ცილაა კალციუმდამაკავშირებელი . დღეს კიბოებს და რთულ და ქრონიკულ დაავადებებს მსოფლიო ელიტარული მედიცინა ებრძვის ბიოთერაპიით. ბიომოლეკულური მიდგომა ესაა—- ორგანიზმის ჯერ გაწმენდა , შემდეგ თავიდან ჯანმრთელად აწყობა, იმ ნივთიერებების ნორმაში დაბრუნებით, როგორც ადრე ჰქონდა. ესაა ჩემი მიზანი და მუშაობის სტილი პაციენტთან. თანამედროვე ყველაზე ელიტარული მედიცინა ამ სტილით ახდენს ზრდის ფაქტორების და მათი შემკავებლების საშუალებით ადამიანის იმუნიტეტის გაცოცხლებას. მედიცინის თანამედროვე, მსოფლიო რანგის ექსპერტების თქმით——- ყველაზე ელიტარული მედიცინა, ქიმიური წამლებით არ წამლავს პაციენტებს.
კალმოდულინი არის მაქსიმალურად პლასტიკური ცილა, რომელსაც თავისი ძლიერი ტვინით და მიზანმიმართული მოძრაობით, შეუძლია პათოლოგიურ ორგანულ ქაოსში იპოვოს საძებნი, მკვლელი, ნორმიდან გადახრილი ცილები. რომელთა გამოჩენა ადამიანებს ან მალე კლავს ან უეცარი სიკვდილით. კალმოდულინის რიგის ცილებს ,რომლებსაც ნიჭი აქვთ ტვინსა და ნერვული სისტემის ნეირონებში გადაძვრენ და კონკრეტული სასიცოცხლო როლი შეასრულონ——-ეწოდებათ ნეიროსპეციფიკურები. ხშირად ვახასიათებ და ვამბობ ,რომ მედიცინა ტრიალებს პროტეოგლიკანებზე და გლიკოპროტეინებზე .მათი გადახრა, რომელიმე ორგანოს დაშლა ან კიბოებია .სწორედ გლიკოპროტეინებია ნეიროსპეციფიკური ცილები. ისინი გამიზნულად მუშაობენ ნეიროტრანსმიტერებზე, რეცეპტორებზე ;შედიან მეხსიერების ლაბირინთებში და მართავენ მას. ქმნიან ადჰეზიურ ცილებს. ანუ ადჰეზიური ცილების, ექიმის მიერ მართვა ნიშნავს, რომ აღარ იქნება ——-პოლიპი, კისტა, ფიბრომა, ფიბროზი, მეტასტაზი და სხვა. რამდენად მუშაა ეს ცილები, იმდენად ჯანმრთელია ადამიანი და ცოცხალია ნერვული სისტემა. ყველა დაავადების ფონი ნერვული უჯრედების დაზიანებაა. ეს სასიცოცხლო ცილები ტვინის გლიასა და ნერვულ უჯრედებში ლაღად მოქმედებენ, ი მ დადგენილი სამედიცინო რწმუნების გამო, რომ საერთოდ, ტვინსა და ნერვულ ქსოვილში , სხვა ქსოვილებთან შედარებით—-გენები ჭარბად პოპულირებენ . კალცთან შეერთების უნარის მქონე კალმოდულინი და სხვა ნეიროსპეციფიკური ცილები შეიცავენ ამინომჟავების გრძელ სპირალებს. ასეთივე ცილაა ანექსინი, რომელიც თუ მეტია, ადამიანი უფრო ადვილად სწავლობს და მეტად ადექვატურია. ამიტომაცაა ის ,ტვინის ყველაზე მნიშვნელოვან უჯრედებში–ასტროციტებში. ანექსინების რიგშია ცილა S 100 , რომელიც ზუსტად კალმოდულინის იდენტურია. es 100 ები არიან მელანოციტებში და ვიტილიგოს ბედზე მოქმედებენ. ასევე არიან პანკრეასის უჯრედებში. ეს ცილა ამუშავებს ფერმენტებს ,მაშინვე ქმნის ანთებების საპასუხო, დამცველ რეაქციებს; აკონტროლებს უჯრედის ზრდასა და გაყოფას .მაგალითად, ცილა ფსორიაზინი, როცა ფსორიაზია, მუშაობს როგორც მშველელი ციტოკინი. კალმოდულინში 150 ამინომჟავაა .მისი ფუნქციებია——-ანთებების მართვა, კუნთების შეკუმშვა და ამით—– ყლაპვის ,სუნთქვის ,ნაწლავის პერისტალტიკის , მიმიკების, გულის მუშაობის და სხვათა განხორციელება. ასევე მეხსიერების კონტროლი. ამინომჟავების წყობის მიხედვით ES 100 ცილების კორპორაცია შეიცავს 25 ცილას. ე ს კლასი კალციუმის შემბოჭველებია, ასევე ისინი თუთიის, სპილენძის და გოგირდის ცვლებში მონაწილეობენ . რაც განაპირობებს მათ სასიცოცხლო უნივერსალურობას. რადგან ,როცა ექიმი მეტასტაზის, პოლიპის, ფიბროზის, კისტის დაშლაზე აზროვნებს, მისი ფიქრები ,უპირველესად, კალმოდულინებს, გოგირდის, სპილენძის და თუთიის ცვლებს დატრიალებს. ES 100 ები დაავადებების მარკერებია. მაგალითად——-ES 100 ა 8/ა 9—–კალპროტექტინი რომელსაც დიდი ხანია ვიყენებთ პანკრეასის და კუჭ-ნაწლავის კვლევისას . ES 1 00 ა 4 და es 100 ა 8/ 9 დიაბეტის მარკერებია .es 100 ტ 7 ფსორიაზულია .e s100 კალგრანულინი სახსრების და ართრიტის მარკერია .ES 100 ა 4 ღეროვანი უჯრედების მარკერია და რამდენი აქვს დარჩენილი სიცოცხლე ადამიანს ამას საზღვრავს .ES 100 ა 6 კ უჭის კიბოს მარკერია .ES 100 ა 7 თუ მომატებულია ალცჰაიმერი იწყება და დროზე უნდა შველა. ES 100 ა 12 იუვენილური ართრიტის მარკერია და ახალგაზრდებს სახსრების რთული დაავადებაზე აფრთხილებს .ES 100 ა 8 /ა 9 სიმსუქნის, სისხლძარღვების, არტერიების და ნაწლავების დაავადებების მარკერია .ES 100 ბე ცილა აფასებს ტვინის დაზიანების ხარისხს და მისით დაუნის სინდრომის ადრე ამოცნობა შეიძლება და ასე შემდეგ..
ამ საუკუნის დასაწყისში მთელი მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული მეცნიერები მუშაობდნენ ამ ცილებზე, გახმაურებული სენსაციური ამბის გამო . დედას, სასკოლო ასაკამდელი 4 შვილის მკვლელობა დაბრალდა .მოსამართლის დასკვნით, ამ ქალმა 4 ვე შვილი ეტაპობრივად სხვადსხვა დროს დაახრჩო . სასტიკ სერიულ მკვლელად შერაცხული ავსტრალიელი ქალი 20 წლით ციხეში გამოკეტეს. მედიცინის მკვლევარებმა თავიდან ვერ მოახერხეს ამ ფაქტის სიღრმისეული გაანალიზება, რადგან გენების ცალკე დაყოფა და გაშიფრვა 300 მილიონი დოლარი ჯდებოდა. ამიტომ, ვერ განხორციელდა ბავშვების გენების შესწავლა მუტაციებზე , რომლებმაც მათი უეცარი სიკვდილები მოახდინა. რამდენიმე წლის წინ გენების თანმიმდევრობით შესწავლის ფასმა საგრძნობლად დაიწია და მედიცინამ ეს შეძლო. საერთოდ ყველა ადამიანში, რამდენიმე გენში კოდირებულია ცილა კალმოდულინი ,რომელიც სიცოცხლის გარანტირებულად განმახორციელებელია .მისი ნორმის დროს————- გამორიცხულია უეცარი სიკვდილი. კერძოდ, კონკრეტული დასახელების სამ გენში უნდა იყოს კოდირებული კალმოდულინი, რომელიც გარანტირებულად აცოცხლებს ადამიანს .არც უეცარი სიკვდილით მოკვდება, არც რთული დაავადებები არ დაემართება და ხანგრძლივადაც იცოცხლებს . ეს სამი გენი გამართულად უნდა ფუნქციონირებდეს, რომ სხეულმა შექმნას იმ რაოდენობის ცილები, რომ კალციუმის მოძრაობა ზუსტად განხორციელდეს. ვამბობ სიტყვა ზუსტად. არაექიმიც მიხვდება კალციუმის სასიცოცხლო მნიშვნელობაზე .ხშირად ვიმეორებ——–მისი ნაკლებობით, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით— იშლება ადამიანი .ხოლო მეტობა ————-პარანეოპლასტიკური სინდრომის ანუ კიბოსწინარე სინდრომის გამოხატულებაა, ასევე ქცევითი აშლების, ემბოლიების შანსის და სხვა დიდი პრობლემების. თუ ექიმი მომატებულ კალციუმს დაარეგულირებს ესე იგი მას ძალიან ბევრი უფიქრია და სწორად გაუაზრებია პაციენტის მძიმე მდგომარეობა .
ამ ბავშვების უეცარი სიკვდილები მოახდინა გულის გაჩერებამ ცილების მუტაციის გამო . ცილა კალმოდულინის ფუნქციაა——–გულის ქსოვილში გააღოს და დაკეტოს კალციუმის არხები. ანუ ეს ცილა გარანტია გულის ნორმული, რითმული შეკუმშვის .შეუქცევადი სასიცოცხლო პროცესი კონსტანტირდება გულის გაჩერებით .ტვინი არასდროს არ კვდება ბოლომდე და თუ გაჩერებული გული ამუშავდება, ტვინიც დაიწყებს ახალ სიცოცხლეს. ბოლო წლების მსოფლიო სტატისტიკით, ამ მუტაციით სკოლამდელი ასაკის 30 ბავშვი დაიღუპა .მუტაციები ცვლიან და აფერხებენ კალმოდულინს .მუტაციური ცილები ვეღარ მართავენ კალციუმის იონურ არხებს, რაც სასიცოცხლოა გულის მუშაობისთვის . მეცნიერება მუშაობს, რომ ამ მუტაციით გაიშიფროს ეპიგულყრები. 100 მდე ყველაზე ცნობილი მეცნიერი—ექიმები გამოვიდნენ ამ უდანაშაულო, ტრაგიკული ქალის განთავისუფლების მოთხოვნით ,რომელიც შვილების გაგუდვის ბრალდებით 20 წელი ციხეში იტანჯებოდა უდანაშაულოდ. კომენტარში დედამ თქვა ,რომ შვილების დარდი მუდამ გულს უკლავდა. ყველზე პრესტიჟულმა მეცნიერებმა მოაწერეს ხელი პეტიციას, უდანაშაულო, უბედური დედის განთავისუფლების შესახებ.
კალმოდულინი მნიშვნელოვანი სასიცოცხლო ცილაა დიაბეტის და ყველა მნიშვნელოვანი დაავადების დროს. კალმოდულინის დეფექტის დროს——————– კალციუმის იონების მაღალკონცენტრირებული ღრუბლის წარმოქმნა იწვევს—————- სეროტონინის და ამინომჟავების გადახრას და აგრესიული ფსიქიკური ქცევის განახლებას,სეროტონინის სინდრომს, შიზოფრენიის გამწვავებას, კუჭ-ნაწლავის აგზნებას დიარეით ,ფარისებრი ჯირკვლის დეგრადაციას, სიმსივნეების დაწყებას ; ალცჰაიმერის და დემენციის დაჩქარებას; ვიტილიგოს და ფსორიაზის დაწყებას ;შაკიკის ჩამოყალიბებას; ორგანოების დაშლას ეძლევა დრაივი——-ღვიძლის, ფილტვის, თირკმლის, გულის, სახსრების და სხვა;ინსულტების და ინფარქტების პროვოცირებას.
სიცოცხლეს მართავს ჯანმრთელი ცილები და მათი შემადგენელი ამინომჟავების ზუსტი ნორმები. თითოეული ცილა არის კონკრეტული ამინომჟავების სპეციფიკური გრაფიკული სტრუქტურა . ამინომჟავა ცილის გულ-ღვიძლია ანუ მთავარი შემადგენელი. ჯანმრთელი ცილა სიცოცხლის ანალოგია. ბუნებაში არ არსებობს ადამიანის დაავადება, რომელიმე ცილის გადახრის გარეშე . გარანტირებული ხანგრძლივი სიცოცხლისთვის, უეცარი სიკვდილის აცილებისთვის ——– ცილის ძლიერი მუტაცია არ უნდა მოხდეს. ეს კი მიიღწევა, მხოლოდ, ამინომჟავების დაბალანსებული სტატუსით . იქნება, ექიმების მიერ, გადახრილი ამინომჟავების სწორი ბიოქიმიური მართვა ?———————- მხოლოდ მაშინ იქნება ცილები მუტაციის გარეშე ანუ იქნება ხანგრძლიცი სიცოცხლე და არ იქნება უეცარი სიკვდილები, არც კიბოები და არც შიზოფრენია ,არც ალცჰაიმერი,არც—- ღვიძლის , ფილტვის და სახსრების და სხვა ორგანოების დაშლა .თუ თანდაყოლილია მუტაცია, ბავშვები ადრე კვდებიან. შეძენილ მუტაციას ყველაზე მეტად ქმნიან——-პარაზიტები,შლაკები, არანატურალური კვება, არამიზანმიმართულად დანიშნული ქიმიური წამლები, ჭარბი მძიმე მეტალები. ეს ფაქტორები აზიანებენ დეენემს, გენებს და ქმნიან მუტაციებს. როცა ადამიანი საწყობია —— პარაზიტების, შლაკების,ლორწოს, ნახველის , მძიმე მეტალების , არასაჭირო წამლების ,ქიმიური საყოფაცხოვრებო აგენტების, უვარგისი ხელოვნური საკვების———ცილა რა თქმა უნდა მუტაციას შეიძენს. მაშინვე იწყება რთული დაავადებები. კალმოდულინი რომ სრულად, ბოლომდე მუტირებული გახდება გული მაშინ ჩერდება. როგორც გამოდის ,სიცოცხლის დასასრული უმეტეს შემთხვევაში უკავშირდება კალმოდულინის სრულ მუტაციას. დაგვიანებით ან არასწორად ნამკურნალები დაავადებები ადვილად აზიანებენ გენებს და დეენემს და ქმნიან ცილების მუტაციებს, როცა ძლიერ დაშლაკული ფონი დახვდებათ . პარაზიტების მკურნალობა პარაზიტების წამალი არ არის. არამედ, იმ ორგანოს მკურნალობაა სადაც პარაზიტებია. პარაზიტები , ისევე როგორც ტუბის ჩხირები, მხოლოდ დაზიანებულ ქსოვილებში სახლდებიან. რამე ჩივილის გარეშე თანდაყოლილი მუტაცია არ არსებობს. ყველაფრის მართვა შეიძლება ამინომჟავების სწორი დაბალასსებით. რითაც კვდება მშობელი ,იგივე ემართება შვილს, მაგრამ ამ გენეტიკური ტენდენციის შეცვლა და აცილებაც შეიძლება ამინომავების კონტროლით.
მედიცინის მნიშვნელობა უფრო აკადემიურად და სასიცოცხლოდ უნდა გაიაზროს ადამიანებმა, რაც ჩვენთან სტილი არ არის. ყველა ექიმი ადამიანის სიცოცხლისთვის იბრძვის, ადამიანებს კი მარტო მათი კრიტიკა ეხერხებათ . საშუალო განვითარების ადამიანს არც მედიცინა, არც ექიმის როლი და არც საკუთარი სიცოცხლის მნიშვნელობა სწორად შეფასებული არა აქვს. ურჩევნია ახალი ფეხსაცმელი იყიდოს ან ჩამონგრეული კოლიზიუმი მოინახულოს ,ვიდრე ამინომჟავების ანალიზი მოგიტანოს, რისი ურთულესი გარჩევის დროს, მისი სიცოცხლისთვის, ექიმი საკუთარ სიცოცხლის დღეებს და ჯანმრთელობას იკლებს. ცილის შეძენილ მუტაციას და კალციუმის არხების დაზიანებას ხელს უწყობს—– საკუთარი -ჯიბრიანობა, ბოღმიანობა, ტოქსიკური ადამიანების სიახლოვე,არასაჭირო ,არამიზანმიმართული მედიკამენტები. თითოეული უმადური ან ხასიათით ტოქსიკური ადამიანი სხვისთვის გულის წუხილს იწვევს. შესაბამისად ,ეს გულის იონურ არხებზე მავნე ზეწოლაა .მეგობრების არჩევა ინტერესებზე არ უნდა მოხდეს, არამედ გულთბილ, გულწრფელ შეგრძნებებზე . გულს——— ყველაზე მეტად ხელოვნურობა, მოჩვენებითობა და ხელოვნური ადამიანები აზიანებენ.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share