არ მინდა, ჩემს წიგნებს ეწეროს, რომ აგენტის დაწერილია – არჩილ ქიქოძე

”პირველ რიგში, ვფიქრობ, უმსგავსობაა, რაც ხდება. ვფიქრობ, არანაირი იდეა ამის უკან არ აქვთ იმ ადამიანებს, ვინც შიგნით [პარლამენტში] სხედან და ეს არის უბრალოდ მათი კომფორტისთვის. მათ შერჩათ მხოლოდ უტიფრობა. თუ ოდესმე რამე იდეების მატარებლები იყვნენ, გზაში დაგარგეს…

არ მინდა, რომ ულიცკაიასავით [რუსი მწერალი] ჩემს წიგნებს ეწეროს, რომ აგენტის დაწერილია. ძალიან ბევრი მიზეზით არ მინდა, ჩემი შვილებისთვის არ მინდა ასეთი ამბები… ამიტომაა გასაპროტესტებელი. ვიცი, რომ ძნელია, რთულია, მაგრამ ასეთი რამ დაუშვებელია.”

თქვა მწერალმა არჩილ ქიქოძემ ნეტგაზეთთან გამჭვირვალობის კანონზე საუბრისას.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share