რატომ გააუქმეს “ალტ-ინფოს” პარტია? – საჯარო რეესტრი პირველი განმარტებას აკეთებს.
პრორუსული მოწოდებებით ცნობილ „კონსერვატიულ მოძრაობას“, რომელიც საზოგადოებაში „ალტ-ინფოს“ სახელითაა ცნობილი, საჯარო რეესტრმა რეგისტრაცია რამდენიმე საათის წინ გააუქმა.
ოფიციალური კომენტარით ირკვევა, რომ პარტიის რეგისტრაციის კანონიერების შესწავლა ანტიკორუფციულმა ბიურომ მოითხოვა, საჯარო რეესტრმა კი გადაწყვეტილება ამ მიმართვის საფუძველზე მიიღო.
”სარეგისტრაციო სამსახურმა დაადგინა, რომ პარტიის ხელმძღვანელობას რეგისტრაციის მიზნით, სრულყოფილი დოკუმენტაცია არ ჰქონდა წარმოდგენილი. კერძოდ, წესდება არ იყო მიღებული ყრილობის მიერ. ვინაიდან პარტიის სადამფუძნებლო დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებდა კანონმდებლობის მოთხოვნებს, პარტიის რეაგისტრაცია გაუქმდა”- ამბობენ რეესტრში.