საშობაო ძღვენი ნათლიისათვის

საშობაო ძღვენი ნათლიისათვის
.
„ბუდუას (ნათლიას) წუხელის ნათრულიდან (ნათლიდედისგან) საშობო ძღვენი მიუვიდა. ფიჭვის ყავარზე დაკრული 30-40 კვერცხიანი „საიასაღო“ ღვეძელი, კურტუმ ჩაყვითლებული ყვერული, ფინჩხაურით ჩხავრის ღვინო და ნათრულის ნახელავი წინდა. სმაგიეროთ მოყვრებმა სადილი ერთად უნდა სჭამონ. ძვენის – მოსაკითხის, გამომგავნი ნათლიამ უნდა დაჰპატიჟოს და სტუმრების მოუპატიჟოს. სამაგიეროს ისიც გადაუხდის – იმასაც თავისი „ვახტი“ აქვს.“
.
„ნათლი მამა თუ სხვა სოფლის მცხოვრები იყო, ნათლიას წინა ღამით ძღვენს გამოუგზავნიდა და მეორე დღეს კიდეც ესტუმრებოდა.
.
ნათლია თუ თავადი ან გავლენიანი აზნაური გახლდათ ან „ბობოლა“ ჩინოვნიკი, მაშინ ღვეზელს 60 კვერცხიანს გამოუცხობდნენ და გარდა კვერცხისა ახლად მოკლულ 10-15 მსუქან შაშვს, წინასწარ „მონწალულს“ (მდუღარეში ცოტა ხნით ნამყოფს) ჩაურთავდნენ, რომელიც ღვეზელის ცხობის დროს შეიწვებოდა. ჩხავრის ღვინოსთან ერთად ასეთ ძღვენს თან ახლდა სანთლის არაყიც.“
.
აპოლონ წულაძე – გურია, ეთნოგრაფიული აღწერა 1927 წელი
შეიძლება იყოს ერთგვარი ხორცის ღვეზელი and ფენოვანი გამოსახულება
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share