“ოცნება” რუსული კანონის მიღებით კარს უხურავს საქართველოს EU-ში გასაწევრიანებლად – კრამონი

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი “ოცნების” მიერ რუსული კანონის ხელახლა ინიციირებას ეხმაურება – კრამონი სოციალურ ქსელში წერს, რომ ინიციატივა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის საბოტაჟია.

ევროპარლამენტარი დარწმუნებულია, რომ კანონპროექტი კრემლის მაღალჩინოსნების სიამოვნებას ემსახურება, რითაც ქვეყანას ევროპულ ოჯახში გაწევრიანების კარი დაეხურება.

“ქართულმა ოცნებამ” ჩვეულებისამებრ იცრუა – დაჰპირდნენ, რომ არ შემოიღებდნენ იმ კანონს, რომლის გაუქმებაც ერთი წლის წინ მოუწიათ, მაგრამ მაინც გააკეთეს. ეს არის მმართველი პარტიის ანტიევროკავშირის და პრორუსული პოლიტიკის გაგრძელება ბოლო წლების განმავლობაში. კანონპროექტი მიზნად ისახავს საქართველოს ევროკავშირის გზაზე საბოტაჟს და მოსკოვში ოლიგარქების ხელმძღვანელების სიამოვნებას.

კანონპროექტის მიზანია მხოლოდ დემოკრატიის მომხრე არასამთავრობო ორგანიზაციების უცხო აგენტებად შერაცხვა, შელახოს მათი სანდოობა საზოგადოების თვალში და საშუალება მისცეს “ქართულ ოცნებას,” დაუსჯელად გააგრძელოს ქართული დემოკრატიისა და ევროპული მომავლის ძირის თხრა. ზედმეტია იმის თქმა, რომ რუსი აგენტები, რომლებიც საქართველოსთვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენენ და ქვეყანაში ფართოდ არიან წარმოდგენილნი, მიიღებენ უფლებას ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე გააგრძელონ ფარული ოპერაციები.

EU-ის კანდიდატურა საქართველოს მიანიჭეს არა ხელისუფლების გამო, არამედ ამის მიუხედავად. ეს გადაწყვეტილება იყო ქართველი ხალხის გამბედაობის დამსახურება დემოკრატიისა და ევროპული ღირებულებების მხარდასაჭერად. EU-მა ცალსახად უნდა განუმარტოს საქართველოს მთავრობას და საქართველოს ხალხს, რომ “რუსული კანონის” მიღებით, “ქართული ოცნება” მიზანმიმართულად ხურავს კარებს ქვეყნის ევროპული მომავლისკენ, რადგან ამის შემდეგ არ იქნება გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნა ან EU-ში ინტეგრაციის რაიმე სხვა ფორმა,” – განაცხადა კრამონმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share