რუსეთში საწვავის დეფიციტია – კრემლი დახმარებას ყაზახეთს სთხოვს

რუსეთმა ყაზახეთს 100 000 ტონა საწვავის მიწოდებისთვის მომზადება სთხოვა. რუსეთისთვის რეზერვების გამოყენების შესახებ შეთანხმება უკვე დადებულია. საწვავის მიწოდებაში დახმარებაზე ბელარუსიც დათანხმდა.

შეგახსენებთ, რომ მოსკოვმა, პირველი მარტიდან საწვავის მწვავე დეფიციტის თავიდან ასაცილებლად ბენზინის ექსპორტი 6 თვით აკრძალა. რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ “ვითარება საწვავის შიდა ბაზრებზე სტაბილურია და რეზერვები საკმაოდ დიდია.”

გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინული დრონების დარტყმის შედეგად სულ მცირე რუსეთის პირველადი ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრის დაახლოებით 14% დაზიანდა.

მთავარი არხი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share