“ვერ ვიტან რუსეთს, მაგათ გამო საერთოდ შემიჯავრდა ასო “რ“, არათუ ქვეყანა. რის კანონი, რა კანონი; ესე იგი დასაჭერები არიან სულ ყველა, ვინც ამაზე საუბრობს და ვისაც ეს უნდა. ეს არის საშინელება. ყველაფერი რუსულის უარზე ვარ. […]
ვიცი ყველაფერი, [ხალხმა გააპროტესტა] და [ეს კანონი] გამოიტანეს, ახლა ისევ შეცვალეს რაღაცები ალბათ და დააბრუნეს. ესენი არიან “ცირკაჩები”, ცირკის წარმომადგენლები, ვინც აკეთებს ამას – ვითომ შეცვალა რაღაც, [მაგრამ] რუსული კანონი ვიცით ჩვენ რა არის, ამიტომ მე ვარ სრულიად წინააღმდეგი” – ამბობს გიული ჩოხელი “ნეტგაზეთთან”