ცუდი პროცესია, წყვეტაა ხალხსა და მთავრობას შორის, ეს არის უფსკრული – კასრაძე გამჭვირვალობის კანონზე

მე აქ ვარ იმიტომ, რომ ჩემი დამოკიდებულება გამოვხატო რუსულ კანონის ხელმეორედ ინიციირებაზე. ჩემი თვალსაზრისით, ძალიან ცუდი პროცესია ეს. შარშან მიღწეული შეთანხმება ასე ერთი ხელის მოსმით რომ გადასმულია, ეს ნიშნავს რამხელა წყვეტაა საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის. ეს არის უფსკრული, ხრამი.

ეს არის დესტრუქციაც და პოლარიზაციის წინაპირობა. ალბათ მიზანიც ესაა.. მაგრამ არ მესმის, არჩევნების წინ რაში აწყობთ დაძაბული სიტუაცია, ერთმანეთთან კონფრონტაცია. არ მინდა სასოწარკვეთაში ჩავარდნა, მაგრამ ჩემი ასაკის ადამიანისთვის ძალიან მძიმეა ამის ნახვა. მაგრამ მაინც მინდა ოპტიმისტური განწყობით ვიყო…

ერთი სიტყვა ჩემი გამოსვლის და არის ტროლ-ბოტების შემოსევა, უმძიმესი ვითარებაა, მაგრამ მე ასე ვხედავ, რომ როდესაც ძალიან კრიტიკული სიტუაციაა, საზოგადოება მყისიერად რეაგირებს და მეც ამის იმედი მაქვს.

თქვა მსახიობმა ნინო კასრაძემ ფორმულასთან საუბრისას. დღეს რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის შენობიდან თავისუფლების მარში “კი ევროპას! არა რუსულ კანონს!” გაიმართა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share