წლები გავა და ისტორია ხელისუფლებას დიდ პასუხისმგებლობას დააკისრებს – გრიგოლია

”შარშან ამ დროს, ერთი წამით ვერ ვიფიქრებდი, ვერ დავუშვებდი მარტის იმ დღეებში, რომ ერთი წლის თავზე ჩვენ ისევ ქუჩაში მოგვიწევდა გამოსვლა. მე ვარ გაოგნებული ამ სითავხედით, პირველ რიგში, რაც გაბედა საქართველოს ხელისუფლებამ, რომელმაც უკვე მიგვაჩვია, რომ არცერთ დადებულ პირობას არ ასრულებს, მაგრამ მიკვირს, რატომ არ ფიქრობენ იმაზე, რომ წლები გავა და ისტორია მათ ძალიან დიდ პასუხისმგებლობას დააკისრებს. ახლა ევროკავშირის გზაზე შემდგარი ქვეყნისთვის ამ პუტინის რუსული კანონის უკან შემობრუნება და ძალით მიღება რასაც ნიშნავს, ამას ისტორია დაარქმევს თავის სახელს.”

თქვა გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ გამართულ მარშზე მისულმა ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ.

დღეს, 9 აპრილს, რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტამდე  კანონის საწინააღმდეგო მარში გაიმართა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share