„დამოუკიდებლობის აქტი, გეოპოლიტიკური ფუნქცია, სახელმწიფოს სხეული/კორპუსი – სამივეს ებრძვის ბიძინა ივანიშვილი, სამივეს დაუძინებელი მტერია, ჭორვილად გადააქცია ყველაფერი. მოღალატეა, ამას ჰქვია ღალატი,“ – ამ განცხადებას ტვ პირველის ეთერში გუბაზ სანიკიძე აკეთებს.
სანიკიძის შეფასებით, ივანიშვილი საქართველოს, როგორც სახელმწიფოს ებრძვის, რუსეთის ინტერესში კი საქართველოს „რუსეთის დუქნად“ გადაქცევა უნდათ.
”ივანიშვილი ებრძვის ქართულ სახელმწიფოებრიობას.
ის ქვეყნები, რომლებიც ამ კანონს ამ სახით იღებენ, არიან რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფი ქვეყნები, ზოგი ნებაყოფლობით, როგორიცაა სლოვაკეთი და უნგრეთი, ზოგი იძულებით, ასეთია ყირგიზეთი და აგერ ჩვენ გვიპირებენ. ამით ადასტურებს პუტინი, მონიშნული აქვს ქვეყნები, ეს არის ბრძოლა დასავლეთის წინააღმდეგ.
ეთამაშებით ცეცხლს, გრუზინებო, არაფერი გამოგივათ,“ – ამბობს გუბაზ სანიკიძე.