“ქართველები არასდროს ვყოფილვართ და არც ვიქნებით ცხვრები… ვის რა უნდა ერთია, მაგრამ ეს არ მოხდება,” – ამ განცხადებას რუსული კანონის მავნებლობაზე საუბრისას ქეთათო აკეთებს.
ტვ პირველის ეთერში ქეთათო საუბრობს იმ ნეგატიურ გავლენაზე, რაც რუსეთთან ყოფნას მოაქვს და თვლის, რომ ქართველი ხალხი რუსული კანონის მიღებას არ დაუშვებს.
”რაც არ უნდა გვეგონოს, რომ ნიჰილიზმია დათესილი საზოგადოებაში და ზოგჯერ არის რომ დაიღალა ხალხი, ისეთი წყალგამყოფია 9 აპრილი და არის ის მთავარი მონაპოვარი, რაც არის დამოუკიდებელი და ქართველები არასდროს ვყოფილვართ და არც ვიქნებით ცხვრები, რომ ასე ერთი ხელის მოსმით, ერთ ღილაკზე თითის დაჭერით, ყველაფრის გარეშე შევიდეთ იმ უბედურებაში, რასაც ჰქვია განუკითხაობა, რასაც ჰქვია სიტყვის თავისუფლების ჩამოშლა, ეს არ მოხდება,“ – ამბობს ქეთათო.