ამათ აქვთ ერთი ჟინი – კიდევ ერთი ოქროს უნიტაზი დაიდგან – გოგიძე

ამათ აქვთ ერთი ჟინი – კიდევ ერთი ოქროს უნიტაზი დაიდგან,“ – ამ განცხადებას „რეაქციაში“ კახა გოგიძე აკეთებს.

გოგიძე დარწმუნებულია, რომ რუსული კანონის ხელმეორედ ინიცირების დავალება კრემლიდან მიიღო „ოცნებამ“.

”მოსამართლე ხარ თუ ტონი მონტანა… ვირთხა ხაფანგში რომ ნახო, იცი, როგორი აგრესიულია? ამათი ვითომ ეს ბრძოლის ჟინი არის, როგორც ვირთხა ხაფანგში და ხაფანგი მდგომარეობს რაში – კრემლიდან დაურეკეს და ისეთი შეშინებულები არიან, რომ არ დაკარგონ ქონება. ვერავინ გადამარწმუნებს, რომ კრემლიდან არ მოუვიდათ ამათ ბრძანება, მითუმეტეს იმ ფონზე, როცა ფეხბურთელები გავიდნენ ევროპას ყვიროდნენ, სამაჩაბლო, აფხაზეთი ჩვენია, ფაქტობრივად, მიტინგი მოაწყეს,“ – ამბობს გოგიძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share