ნაგავმზიდი ვიყიდეთ, ანუ გავატარე იაპონიის ინტერესები მცხეთის მუნიციპალიტეტში? – ჩხობაძე კანონპროექტზე

“ნაგავმზიდი ვიყიდეთ, ნაგავის გადამტანი მანქანა – ანუ მე გავატარე იაპონიის ინტერესები მცხეთის მუნიციპალიტეტში?” – ამ კითხვას ნინო ჩხობაძე სვამს და გამჭვირვალობის კანონის აბსურდულობაზე საუბრობს.

ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეები – დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარისთვის მიუღებელია “ქართული ოცნების” მიზანი, რომ დონორი ორგანიზაციები უცხო ძალად წარმოაჩინონ და მათი დისკრედიტაცია მოახდინონ.

”რატომ გვინდა, რომ ყველა დონორი გამოვიყვანოთ უცხო ძალად, ეს არის ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელი. ნაგავმზიდი ვიყიდეთ, ნაგავის გადამტანი მანქანა – ანუ მე გავატარე იაპონიის ინტერესები მცხეთის მუნიციპალიტეტში? ვიყიდეთ ასე ვთქვათ, ენერგო ეფექტური „ფეჩები“, რომ ნაკლები შეშა დაწვან – ჩვენ გავატარეთ – უცხო ძალის – გერმანელების პოლიტიკა დუშეთში? შვედეთის ინტერესებს ვატარებ, რომ ვაკეთებ სუფთა რეგიონის კონკურს, ვატარებ მუნიციპალიტეტებზე მონიტორინგს?“ – ამბობს ნინო ჩხობაძე.

ვინ ამოწმებს და რომელი კანონები არეგულირებს არასამთავრობოების საქმიანობას? – ირკვევა, რომ NGO სექტორის საქმიანობას 11 კანონი არეგულირებს, მათ შორის მკაცრად კონტროლდება დონორი ორგანიზაციებისგან მიღებული გრანტები, რომელსაც არასამთავრობოები სპეციალურ პორტალზე ანთავსებენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share