“არ გვინდა ნამდვილად იქ დაბრუნება, საიდანაც წლების წინ ძლივს დავაღწიეთ თავი.
საბჭოთა კავშირსა და რუსეთზე მაქვს საუბარი და პირდაპირ ვიტყვი, სიბოროტეა, რომ შენს ქვეყანას და შენს ერს წირავ ისევ მონობისთვის და ამას მიზანმიმართულად აკეთებ.
არა აქვს მნიშვნელობა ეს მათი გადაწყვეტილებაა თუ ზემოდან უბრძანეს… არ აქვს მნიშვნელობა, ეს არის სიბოროტე და საზოგადოებამ ამას გასცა პასუხი ერთხელ და მგონია, რომ კიდევ უფრო მასშტაბურად გასცემს პასუხს ახლა” – წერს ჯგუფ Loudspeakers-ის სოლისტი, ლევან ლაუდაძე გამჭვირვალობის კანონზე.