კურიოზი ოზურგეთის სასამართლოში – პროკურატურას ბრალდებულები ერთმანეთში აერიათ

კურიოზი ოზურგეთის სასამართლოში – პროკურატურას ბრალდებულები ერთმანეთში აერია

ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში კურიოზული შემთხვევა გუშინ წინ მოხდა, როცა მორიგ სასამართლო სხდომაზე ლანჩხუთელ. ცინცაძეს ასამართლებდნენ.

ცინცაძესთან გაუგებრობა-ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით-მის მეზობელს ჰქონდა-გაუგებრობამ იქამდე მიაღწია, რომ მას მეზობელმა სასამართლოში უჩივლა და სამეზობლო დავამაც ოზურგეთის სასამართლოში გადაინაცვლა.

მორიგ სასამართლო სხდომაზე, ცინცაძემ “აღმოაჩინა”,  რომ, გამოძიება მას, არა სამეზობლო დავის, არამედ გაცილებით მძიმე დანაშაულისათვის ასამართლებდა, რომელთანაც ამ უკანასკნელს შეხება არ ჰქონია.

რამდენჯერმე დააპირა სხდომაზე სიტყვის თქმა. მაგრამ ხან მოსამართლე აწყვეტინებდა, ხან კიდევ პროკურორი, ბოლო ბოლო რამდენიმე საათიანი სასამართლო მსჯელობის შემდეგ გაირკვა, რომ ეს სხვა ცინცაძე იყო, ამ საქმის ფიგურანტი კი სულ სხვა ცინცაძე.

სასამართლო პროცესი შეწყდა და “ამ” ცინცაძემ” პროკურორმა და მოსამართლებ დაბნეულებმა და გაკვირვებულებმა დატოვეს დარბაზი.

“სანამ ამ ოჯახაშენებულს დაალაპარაკებდნენ კაი შიში კი ვჭამეთ ისე” გვითხრა “სხვა ცინცაძის” ახლობელმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share