გოჩა ჭანიშვილი; ოზურგეთის საბავშვო სტუდიის ჩამომყალიბებელი, საბავშვი თეატრის დამფუძნებელი, ხელოვნებათმცოდნე და ჟურნალისტია.
უკვე ნახევარ წელზე მეტია მას, არაოფიციალურად, ოზურგეთის თეატრში შესვლა აკრძალული აქვს.
აკრძალვის შესახებ, ოზურგეთის ალ. წუწუნავას სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ზეპირი გადაწყვეტილება, ჭანიშვილს, თავად ვასილ ჩიგოგიძემ, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, გააცნო
„ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო ფესტივალზე, იზურგეთის სახელმწიფო თეატრის პრეს სამსახურმა, როგორც ჟურნალისტი მიმიწვია, ფესტივალის გახსნაზე ვიჯექი ჟურნალისტთათვის განკუთვნილ ლოჟაში. გამოვიდა მინისტრი „მადლობა ბატონ ბიძინას“. გამოვიდნენ თეატრალები-„მადლობა ბატონ ბიძინას“ – გამოვიდა ვასო ჩიგოგიძე, ოზურგეთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი .. და „ათასი მადლობა ბატონ ბიძინას“ – ჩემთვის ჩავილაპარაკე, ვერ ვხვდები ვინმეს როგორ უნდა გაეგო – „ნოდარ დუმბაძის ფესტივალია თუ ბიძინა ივანიშვილის იუბილე მეთქი“ – აი გეფიცებით მეტი არაფერი. მეორე დღეს მირეკავენ პრეს სამსახურიდან – სასწრაფოდ მოდი, ინგრევა ქვეყანაო, ვიფიქრე შველა უნდათ და დახმარება ჩემი მეთქი. მივედი და დამესხა თავს ვასილ ჩიგოგიძე: „ეს რა გამიკეთე?“ „მინისტრი მეჯდა კაბინეტში და მოვარდა სუსი-ასეთ ხალხს როგორ უშვებ თეატრშიო!“ „სუსმა კედელთან მიმაყენა-სად წავსულიყავი არ ვიცოდი“ ,,,, და ასეთ რაღაცეებს ყვიროდა“
ასე იხსენებს მომხდარს „გურიის მოამბესთან“ საუბარში, ხელოვნებათმცოდნე, გოჩა ჭანიშვილი;
მისივე ნაამბობოთ, ჩიგოგიძემ სუს-ს უთხრა, რომ ჭანიშვილი არა მან არამედ პრეს სამსახურმა მიიწვია და რამდენიმე დღეში, პრეს სამსახურის უფროსი-ლია კილაძე მოხსნეს:
„ლია კილაძე მომაყოლეს ზურგში მე კი აკრედიტაცია გამიუქმეს, ბეიჯი ჩამომართვეს და თეატრში შესვლა ამიკრძალეს. პირადად ჩიგოგიძემ მითხრა, რომ ამეკრძალა თეატრში შესვლა. ბეიჯი რომ ჩამომართვა ჩიგოგიძემ-ზრდილობიანად ვკითხე-ბილეთი რომ ავიღო თუ შეიძლება ისე შემოსვლა მეთქი.. და არც მიპასუხა.. მერე ვიღაცამ თქვა კომისია იმსჯელებს მაგ საკითხზეო. როცა ბეიჯის მოსაკითხად მივედი, ჩიგოგიძემ კიდევ ერთხელ შემომიტია „ბოდიში უნდა მომიხადო შენს გამო იმდენი ვინერვიულე და სუს ში იმდენი პრობლემა შემექმნაო“ – ყვება ჭანიშვილი.