”ანტიბიოტიკის” ამ ეპიზოდის სტუმარია ნანა მგალობლიშვილი – ჩოხატაურის სამრევლო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, რომელიც 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს თავისუფლებას იცავდა.
მასთან ერთად ვსაუბრობთ, თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა ამ პროცესებში მონაწილეობას, როგორ მუშაობდა რუსული პროპაგანდა მაშინ, რატომაა უმნიშვნელოვანესი ევროინტეგრაცია ჩვენი ქვეყნისთვის და მომავალი თაობებისთვის და რატომ გვაბრუნებს ხელისუფლება რუსული კანონის მიღების მცდელობით ისევ რუსულ ველზე.
გადაცემა მომზადებულია პროექტ „შენი ხმა თავისუფლებისთვის“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს „სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის“ NED-ის – ,,ნაციონალური ფონდი დემოკრატიისთვის” ფინანსური მხარდაჭერით.